x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყველაზე უცნაური ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესი გაგაკვირვებთ, იმდენად უცნაურები არიან

image ეს კეი ანდერვუდია, გოგონა, რომელიც როცა იცინის გონებას კარგავს. მხიარულ საზოგადოებაში ყოფნა და სასაცილო ანეგდოტების მოსმენა ნამდვილად არაა მისთვის!
რადგან გაცინების მცდელობისთანავე კარგავს გრძნობას.
გოგონამ აღიარა, რომ ერთხელ ერთი დღის მანძილზე მეგობრებთან ყოფნისას სიცილის გამო 40-ჯერ დაკარგა გონება. ამ გოგონას მდგომარეობა შესაშური ნამდვილად არაა, მით უფრო მაშინ, როცა მისი ამ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი გამოკვლევების მიუხედავად ვერ დაადგინეს.
image ეს კი ავსტრალიელი ეშლი მორისი გახლავთ, გოგონა, რომელსაც ძალიან უცნაური დაავადება აქვს-ალერგია წყალზე.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმის 80%-ი წყლისგან შესდგება, გოგონას არ შეუძლია თუნდაც სახის დაბანვა. მას უწევს სპეციალური ხელსახოცებით სახის და ტანის გაწმენდა, პირადი ჰიგიენის დასაცავად. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ ეშლის დაავადება თანდაყოლილი არაა, გოგონას წყალზე ალერგია განუვითარდა ტონზილიტის პენიცილინით მკურნალობის შემდეგ.
image ეს კი მუსიკოსი კრის სანდსია, რომელიც იტანჯება სლოკინით ყოველი ორი წამის შემდეგ და ეს ასეა მუდმივად.
ექიმების თქმით მუდმივი სლოკინი გამოწვეულია კუჭის სარქველის არასწორი მდგომარეობით, თუმცა ამ ანომალიისაგან კრისის განსაკურნებლად ოპერაციის ჩატარებას შეუძლებლად მიიჩნევენ.
image ეს გოგონა კი ნატალია, ის იტანჯება წარმოუდგენელი დაავადებით. უკვე წლებია რაც გოგონას ორგანიზმი არ იღებს არანაირ საჭმელს გარდა "ტიკ-ტაკისა", გოგონას "ტიკ-ტაკი" წლების წინ შეუყვარდა და გარკვეული დროის შემდეგ მისმა კუჭმა შეწყვიტა ნებისმიერი სხვა სახის საკვები პროდუქტის მიღება და გადამუშავება.
ახლა მას "ტიკ-ტაკთან" ერთად წონის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უწევს ზონდით კვება.
image ეს კი ჰოლანდიელი ვიმ ხოფია, მისი უჩვეულო შესაძლებლობები და მონაცემები ბევრჯერ იქნა გამოკვლეული თუმცა დიაგნოზი ამ კვლევებით არ იქნა დადგენილი. ამ ადამიანს არა აქვს საერთოდ სიცივის შეგრძნება,
მან გაყინულ წყალში გაძლების ხანგრძლივობით 9 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და არ გაყინულა, არც მის ჯანმრთელობას შეჰქმნია პრობლემები.
ბოლო რეკორდი მან "Iceman"-ში, გაყინული ტბის ყინულქვეშ 61 წამის მანძილზე ყოფნით დაამყარა.
მას შეეძლო ბევრად მეტხანსაც ყოფილიყო იქ, მაგრამ მაშინ მას შეექმნებოდა კიდურების მოყინვის საშიშროება.
მართალია მას სიცივის შეგრძნება, არა აქვს, მაგრამ ორგანიზმი ჩვეულებრივი ადამიანის ორგანიზმივით ფუნქციონირებს და ის არ დააყენეს კიდურების მოყინვის საფრთხის ქვეშ.

0
386
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
386