ჯეიდენ აშმანი ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს
15 წლის ბრიტანელმა ბიჭმა ჯეიდენ აშმანმა, რომელიც ბუნებრივია მისი ასაკიდან გამომდინარე ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს კომპიუტერული თამაშების საერთაშორისო ტურნირში, თამაშში "Fortnite" მეორე ადგილი დაიკავა და 1, 2 მილიონი დოლარი მიიღო პრიზის სახით.
ჯეიდენის დედა ლიზა შვილის კომპიუტერული თამაშებისადმი დამოკიდებულებას დროის ფუჭად გაფლანგვად თვლიდა და შვილს ურჩევდა კომპიუტერისათვის ნაკლები დრო დაეთმო და მეტი დრო სასკოლო წიგნების კითხვისათვის გამოეყენებინა.
პირველი სათამაშო ტიუნერი "Xbox"-ი მას 6 წლის ასაკში უყიდეს, რომელთანაც ბიჭი საშუალოდ დღეში 6 საათს მაინც ატარებდა, ფასიანი თამაშებით კი "Xbox "-ის ღირებულება მალევე ამოიღო.
შვილის თამაშებისადმი მიდრეკილებამ ისე გააღიზიანა დედამისი ლიზა, რომ ერთხელ სათამაშო ტიუნერი შვილს ქუჩაში გადაუგდო.
კომპიუტერული თამაშების საერთაშორისო ტურნირში, რომელში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 40 მილიონი განცხადება შევიდა ჯეიდენი მოხვდა იმ 178 მონაწილეში, რომელიც კონკურსის ორგანიზატორებმა შეარჩიეს.
საპრიზო ფონდმა შეადგინა 29 მილიონი დოლარი.
ჯეიდენი უკვე ყოველდღიურად 8-10 საათს უთმობს კომპიუტერულ თამაშ "Fortnite"-ს, მას უნდა სკოლაში სწავლას თავი დაანებოს, მაგრამ დედა ამის ნებას არ რთავს და განუწყვეტლივ ურჩევს მეტი დრო გაკვეთილებს დაუთმოს.