სხვა ნასა-ს კვლევების შესაბამისად, ამაზონის ტყეებში გაჩენილმა ხანძარმა, მომწამვლელი გაზების საგანგაშო ზრდა გამოიწვია 2019, 26 აგვისტო, 12:17 ამაზონის ტყეებში კვლავ ხანძარია და მისი ლოკალიზება ადამიანური, თუ ტექნიკური რესურსებით ისევ შეუძლებელია. როგორც ეს CNN- ს განუცხადა არაკომერციული Amazon Watch- ის პროგრამის დირექტორმა Christian Poirier- მა, ხანძრის გაჩენაში, უმთავრესი წვლილი იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც განზრახ აჩენენ ცეცხლს მიწის სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის, ვინაიდან მიწის მცენარეთაგან გათავისუფლება ცეცხლის მეშვეობით, გავრცელებული პრაქტიკაა ქვეყანაში. დღეს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ, იგივე NASA-მ ანიმაცია გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს მავნე გაზის - ნახშირბადის მონოქსიდის გავრცელების არეალს. აღასანიშნავია, რომ ორგანიზაციის კვლევის თანახმად, დაბინძურების დონემ დედამიწის ზედაპირიდან 18000 ფუტს მიაღწია. NASA-ს განცხადებით, ატმოსფეროში გაფრქვეული მავნე გაზები, აუცილებლად მოახდენს მცირე ზეგავლენას მაინც ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ძლიერმა ქარმა, მისი კონცენტრაცია შესაძლოა უარესობისკენ ან უკეთესობისკენ შეცვალოს. ნახშირბადის მონოქსიდი აგრეთვე იმოქმედებს კლიმატის ცვლილებაზეც. მავნე ნივთიერებები ამაზონის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში იმატებს. ბრაზილიის კოსმოსური კვლების სააგენტოს INPE-ს განცხადებით, შოკისმომგვრელია ტყის წვის ინტენსივობა, ვინაიდან მან 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ 80 %-ით გაიზარდა. https://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-7389271/Fires-tearing-Amazon-pumping-carbon-monoxide-atmosphere.html#v-6938112511536316146 98 1-ს მოსწონს
|