საზოგადოება ნოდარ მელაძეს და თეა ცეცხლაძეს ტყუპები შეეძინათ 2019, 26 აგვისტო, 10:05 რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მამა გახდა. სასიხარულო ამბის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს. როგორც მელაძე ამბობს, გოგონები შეეძინა, რომლებსაც ნატატა და თინანო დაარქვა. "სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. Tea Tsetskhladze მადლობა ამ დღისთვის" - წერს მელაძე "ფეისბუქზე". ის, რომ რამდენიმე დღეში ტყუპებს ელოდებოდა ნოდარ მელაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გამართულ ბრიფინგზეც პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. ბავშვების დედა აჭარელი ჟურნალისტი თეა ცეცხლაძეა, რომელიც ასევე წლებია მედიაში მოღვაწეობს. ის ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია და ამას ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც ღიად გამოხატავს. თეა ცეცხლაძე რამდენიმე წლის წინ აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო, ბოლოს კი "რუსთავი 2"-ში მუშაობდა. 847 შეფასება არ არის
|