კინო მის ხმას ყველა ზეპირად ცნობდა-გარდაიცვალა VHS კასეტების ლეგენდარული მთარგმნელი 2019, 24 აგვისტო, 17:55 გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მის ხმას ყველა ცნობდა, თუმცა გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა არავინ იცოდა.
გარდაიცვალა ვიდეოკასტების ეპოქის ლეგენდარული გამხმოვანებელი იური ჟივოვი.იგი 61 წლის იყო.
როგორც ტელეარხ "360"-ს მისმა ძმამ ანდრეი ჟივოვმა განუცხადა, ბოლო წლებში ცნობილ მთარგმნელს თირკმელები აწუხებდა, სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, იური ჟივოვს 25 აგვისტოს მოსკოვში, ხოვანსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. იური ჟივოვი დაიბადა მოსკოვში. 1958 წლის 9 მაისს, სკოლა პრაღაში დამათავრა(იქ მუშაობდა მამამისი), მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, სწავლა გააგრძელა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, უცხო ენების ფაკულტეტზე, შემდეგ სტაჟირებაზე გააგზავნეს გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ამის შემდეგ მუშაობდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში ეკოლოგიურ ორგანიზაციაში.( UNEP) საზღვარგარეთული ფილმების გახმოვანება დაიწყო 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, ხოლო 1993 წლიდან მიატოვა სამსახური- UNEP-ი მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმები ეთარგმნა ვიდეოკასეტებისთვის სტუდიაში, ჟივოვმა საკუთარი კარიერის მანძილზე(80-90-იანი წლები) 1300-ზე მეტი მხატვრული და ანიმაციური ფილმები თარგმნა, მათ შორის "ნიღაბი", "მეხუთე ელემენტი" "ტომი და ჯერი" და მრავალი მრავალი ცნობილი ფილმი. 143 6-ს მოსწონს
|