ქსენია სობჩაკს, რომ შეეძლოს ამ სურათებს დაუფიქრებლად გაანადგურებდა, დაუდევრობით გადაღებული სურათები, რომლებიც მას წინ კომპრომატებად დახვდა
ქსენია სობჩაკი ვინაა მგონი არავის სჭირდება შეხსენება. ჟურნალისტი, რომელმაც ცნობილი მამის და ოჯახის შვილობა ვერ შეირგო და ვერ შეიფერა.
გარდა ჟურნალისტობისა ქსენია დიდ პოლიტიკასაც შეეჭიდა, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებლად.
რუსული ბომონდის უცვლელი სახე და წევრი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა ხშირად დებდა საკმაოდ პიკანტურ ფოტოებს, იქნეოდა ეს წვეულებებიდან, რომელიმე შოუდან თუ უბრალოდ მეგობრებთან ერთად გასართობად მოწყობილ მოგზაურობებში გადაღებულს.
გარდა იმისა, რა სურათებიც ატვირთა ქსენიამ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე, მას ჰაკერებმა გაუტეხეს პირადი ინფორმაციების ბანკი პირად კომპიუტერში და გამოუქვეყნეს სურათები, რომელთა განადგურებაზე ქსენია არც ძალას და არც ფულს არ დაიშურებდა, თუმცა უკვე გვიანია-ამ სურათებმა მოიარა უკვე ლამის მთელი რუსეთი და არა მხოლოდ რუსეთი.
ქსენია რუსეთის ელიტური საზოგადოების წარმომადგენელია, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი მამამისთან მუშაობდა, მაგრამ ქსენია მის ოპოზიციაშია.
რუსეთის დუმაში მოხვედრილ ახალგაზრდა ქალ დეპუტატებზე კი ქსენიას უამრავი სურათი თუ სტატუსი აქვს ატვირთული, სადაც აღნიშნულ დეპუტატებზე ქილიკობს: ამ დეპუტატებმა მაღალჩინოსნების საწოლის გავლის მერე შესძლეს დუმის წევრობაო.
ერთერთი ასეთი დეპუტატი ქალი, რომელსაც ქსენია ვერ იტანს და არც მალავს-მარია კოჟევნიკოვაა.