x
7 რამ, რაც ცოტამ უნდა იცოდეს თქვენზე
image


თანამედროვე სამყარო გვიბიძგებს ჩვენი ყველა წარმატება სოციალურ ქსელებში გამოვფინოთ, ხოლო ეზოთერიკოსების აზრით ასეთი საქციელი მავნებელია თქვენთვის, რადგან შურიანი ადამიანები მუდმივად იპოვიან რამეს, რითიც თქვენთვის ზიანის მოყენებას მოახერხებენ, თქვენ კი მუდამ გახსოვდეთ, ხშირად დუმილი ოქროა.


შორეული მიზნები


არა მარტო კარგი ფიქრები შეიძლება გახდეს მატერიალური. შურის შეგრძნებამაც კი, როცა უნდათ თქვენი მიზნები გეგმის მიხედვით არ განხორციელდეს, შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ამიტომაც ნუ იჩქარებთ თქვენი გეგმების მოყოლას, ისინი ხომ იმისთვის არაა, რომ მხოლოდ ისაუბროთ, ისინი უნდა შეასრულოთ.



ჩხუბი და კონფლიქტი ოჯახში


ის, რაც თქვენს ოჯახში ხდება, არ უნდა იცოდნენ უცხო პირებმა. გარდა იმისა, რომ თქვენი მხრიდან ძალიან მდარედ და ცუდ ტონად ჩანს თქვენი ოჯახისადმი დამოკიდებულება, შესაძლოა ასეთი ინფორმაციების გაცემა თქვენსავე მანიპულაციისთვის გამოიყენონ.


დახმარება და ქველმოქმედება


ყველასთვის მოყოლა, რომ სხვებს ეხმარებით, ხშირ შემთხვევაში თვითრეკლამად ითვლება. ამან შეიძლება სერიოზულად შეგილახოთ რეპუტაცია. ამიტომ, თუ მაინცდამაინც ძალიან დიდი სურვილი გაქვთ, ვინმეს გაუზიაროთ თქვენი ქველმოქმედების შესახებ, სარკის წინ დადექით და საკუთარ თავს მოუყევით.


წარმატებები


წარმატებას არ უყვარს ის, ვინც სიხარულს არავის უზიარებს. თუმცა ამ წესს ნეგატიურად განწყობილი ადამიანების მთელი არმია ჰყავს, ამიტომ წარმატებათა უმეტესობა იმ მცირე ადამიანებს გაანდეთ, რომლებსაც მართლა უხარიათ თქვენი წარმატება.


ჭორები


ჭორაობისას და სხვა ადამიანების განხილვისას აუცილებლად გახსოვდეთ, რომ თქვენი სიტყვები ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევენ ადრესატამდე. თან ამით თქვენს შინაგან სამყაროსაც იბინძურებთ და ქმნით არაჯანსაღ აურას, რომელიც ხელს უშლის წარმატების და იღბლის თქვენამდე მოსვლას.


ფული


ბრძენ ხალხს თუ დავუჯერებთ " ფულს სიჩუმე უყვარს". საკუთარ შემოსავლებზე საუბრით არა მარტო ბედს ცდით, არამედ რისკავთ შემოსავლის წყაროს დაკარგვასაც.


ბავშვები და ჯანმრთელობა


ცხოვრებისეული თემებზე, მაგალითად ისეთები, როგორიცაა ბავშვები და ჯანმრთელობა, ადამიანები მუდმივად ლაპარაკობენ. მაგრამ ამ თემებზე ლაპარაკი მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზეა მიზანშეწონილი. მუდმივად უხასიათობაზე წუწუნით თქვენ ავადმყოფობებს მიიზიდავთ.






ასევე ნახეთ

თუ სახლში კატა გყავთ, თქვენ სექსუალური გადახრა გაქვთ! მეცნიერების ახალი აღმოჩენა


7 ხერხი სურვილების ასასრულებლად, რომლებიც აქამდე არ იცოდით


რას ამბობს თქვენი თვალის ფერი თქვენს ხასიათზე


7 თვისება, რომელიც გაგამდიდრებთ


ეს არასოდეს გააკეთოთ ურთიერთობაში პრობლემის მოსაგვარებლად


ადამიანის გონებაზე მანიპულაციის 9 ფსიქოლოგიური ხრიკი

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0