ფსიქოლოგია ეს არასოდეს გააკეთოთ ურთიერთობაში პრობლემის მოსაგვარებლად 2019, 7 ივლისი, 14:31 მაშ ასე, რისი გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება: ურთიერთობის გარკვევა გაცეცხლებული კამათისას სრულიად ცხადი შეცდომა, რომელსაც ადრე თუ გვიან ყველა წყვილი უშვებს. პირველ რიგში კამათის დროს შეიძლება თქვათ ის, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობთ. მეორე რიგში კი პარტნიორმა შეიძლება თქვენი სიტყვები პრეტენზიად მიიღოს, მაშინაც კი, როცა თქვენ სავსებით მშვიდად შეძელით თქვენი აზრის ფორმულირება. დროებით დაშორება ზოგი ფიქრობს, რომ დროებით დაშორების და ცალ-ცალკე ცხოვრების შემდეგ შეიძლება ერთმანეთი მოენატროთ. ეს რათქმაუნდა კატეგორიულად აკრძალული არაა, მაგრამ რეალურად პრობლემა პრობლემად რჩება და მხოლოდ ღრმავდება. დიდი ალბათობით ის მიზეზი, რომელმაც უთანხმოება გამოიწვია, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ გაცილებით დიდი ძალით ამოხეთქავს. ბავშვის გაჩენა შეიძლება გაიფიქროთ, რომ ეს პუნქტი საერთად არ საჭიროებს განხილვას, მაგრამ აღმოჩნდამ რომ წყვილთა უმეტესობა ასე "წყვეტს" პრობლემებს. პირველ რიგში ასეთი დამოკიდებულება ბავშვის მიმართაა არასწორი, რადგან ის დაბადებამდე დაშლილი ურთიერთობების "წებოს" როლს ასრულებს. მეორე- ბავშვის დამატება მეტად დატვირთავს ისედაც სუსტ ურთიერთობებს. რათქმაუნდა ბავშვის დაბადების სიხარული და მასზე ზრუნვა გადაფარავს სხვა დანარჩენ პრობლემას, მაგრამ მოუგვარებელი პრობლემები დროთა განმავლობაში სახეცვლილი დაბრუნდება. ასევე ნახეთ ადამიანის გონებაზე მანიპულაციის 9 ფსიქოლოგიური ხრიკი 166 1-ს მოსწონს
|