x
image
Lerato
ინგლისელმა ქალბატონმა ფსორიაზი საკუთარი დიეტით დაამარცხა

38 წლის ჰანა სილიტო მანჩესტერიდან 20 წლის მანძილზე ფსორიაზით იტანჯებოდა. ფსორიაზი - კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც თან სდევს კანის ქავილი, აქერცვლა, ჰიპერემია (სიწითლე) და ანთებითი პროცესები.


image


ჰანას მუხლები, ფეხები, ზურგი, მუცელი და იდაყვები დაფარული ჰქონდა წითელი პაპულებით (ბრტყელი კვანძები). ქავილის შეჩერების მიზნით ქალბატონი ისვამდა მაზებს, ქოქოსის ზეთს, იხვევდა პოლიეთილენის სახვევით. ავადმყოფობის ფონზე ჰანას დაეწყო პრობლემები თირკმელებთან და ღრძილებთან დაკავშირებით.


შედეგად ქალი ჩაიკეტა გარე სამყაროსგან, გაზარმაცდა, წონაში მოიმატა და ცხოვრებისადმი ინტერესი დაკარგა. მისი მდგომარეობა უარესდებოდა, მკურნალობა და წამლები კი ვერ შველოდა. როდესაც ექიმებმა პაციენტს განუცხადეს რომ ერთადერთი საშუალება ფსორიაზის დასამარცხებლად ქიმიოთერაპია იყო, ჰანამ გადაწყვიტა შეეცვალა კვების რაციონი. მან წაიკითხა, რომ კვება პირდაპირ ზემოქმედებს კანის მდგომარეობაზე და ზოგიერთი პროდუქტი ანთებას, ალერგიას და ეგზემას იწვევს. ჰანამ შეიმუშავა ინდივიდუალური დიეტა და მკაცრად იცავდა მას. რამდენიმე ხნის შემდეგ ის სრულიად გათავისუფლდა ამ დაავადებისგან.



image


ჰანას ანთებისსაწინააღმდეგო დიეტის თანახმად, დაავადების დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი, სოიო, ხორცი, რძის პროდუქტები, კოფეინი, ხორბალი, კვერცხი და არაქისი.


პროდუქტები, რომელიც უნდა ჩართოთ კვების რაციონში: ბოსტნეული (ჭარხალი, კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიორი, სოკო, ხახვი, სტაფილო, ნიახური, გოგრა, კარტოფილი, ბრიუსელის კონმბოსტო, არტიშოკი), ფერმენტირებული საკვები (კომბუჩა, კომბოსტოს მწნილი, კიმჩი, კეფირი), ჯანსაღი ცხიმები (ავოკადოს, ზეითუნის, სხვადასხვა თხილეულისა და თესლის ზეთები), ხილი და კენკრა, ბალახები და სუნელები (კურკუმა, ჯანჯაფილი, დარიჩინი, სალბი, მიხაკი და როზმარინი).



image


ჰანამ წიგნიც კი დაწერა საკუთარი მეთოდის შესახებ და საყვარელი რეცეპტებიც დაურთა. ასობით ადამიანმა შეძლო მისი დიეტის საშუალებით განკურნება. ქალბატონი სოციალური ქსელის საშუალებით აზიარებს მათ გამარჯვებებს ავადმყოფობაზე.


imageimageimage

ჰანამ განაცხადა, რომ მის კვების გეგმას მილიონების დაზოგვა შეუძლია, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახური ხარჯავს.



ასევე დაგაინტერესებთ:



იცით, ვისკი რამდენ დაავადებას კურნავს?


იცოდით ეს ფაქტები ნესვის შესახებ? რატომ უნდა მიიღონ ის განსაკუთრებით ბავშვებმა?


ფიქრობთ, რომ სწორედ იკვებებით? 5 შეცდომა, რომელსაც ჯანსაღი კვების დროს უშვებთ


მცენარე, რომელიც 100 დაავადებას კურნავს – სამკურნალო თვისებები და რეცეპტები


პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს


დიეტოლოგის 20 რჩევა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს!



1
1060
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1060
  
2019, 23 აგვისტო, 13:40
საოცრებაა, ფსორიაზი, როგორც წესი ძნელად იკურნება.
0 1 1