x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დაუჯერებელი ცხოვრებისეული დამთხვევები
1-დაკარგული სცენარი- როდესაც ენტონი ჰოპკინსი მთავარ როლზე დაამტკიცეს ფილმში"გოგონა პეტროვკადან"(The Girl from Petrovka), ენტონმა მოიარა უამრავი წიგნის მაღაზია, რომ ეშოვა სცენარის ორიგინალი, მაგრამ ვერსად გადააწყდა, გაბრაზებული მსახიობი სახლში მეტროთი გაემგზავრა.მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეტროს სავარძელზე იპოვა წიგნი, რომელსაც ასე გაცოფებული ეძებდა.(ვიღაცას დარჩა.)მოგვიანებით ფილმის პრემიერის შემდეგ ჰოპკინსმა გაიცნო რომანის ავტორი, რომელმაც მოუთხრო, რომ მას ერთადერთი ეგზემპლარი ჰქონდა სახლში დარჩენილი და ისიც ნახევარი წლის წინ მეტროში დარჩა.

image



2-საიდუმლო გამჟღავნდა- 1944 წელს "დეილი ტელეგრაფის" ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა კროსვორდი, სადაც დასახელებული იყო ყველა კოდური საიდუმლო სიტყვა, რომლის მიწოდების შემდეგ მოკავშირეთა ჯარები ნორმანდიაში უნდა გადამსხდარიყვნენ.კროსვორდში გაშიფრული იყო სიტყვები:"ნეპტუნი", "იუტა", "ომაჰა", "იუპიტერი", დაზვერვა გაცოფებული დარბოდა, რომ გაერკვია თუ ვინ გაამჟღავნა ასე მკაცრად დაცული საიდუმლო.თუმცა როგორც აღმოჩნდა, კროსვორდი შეადგინა ერთმა მოხუცმა სკოლის მასწავლებელმა, რომელიც დაზვერვასათან ერთად თვითონაც გაოცებული იყო ასე საოცარი დამთხვევით.

image




3-მისალმება მთვარიდან. როდესაც 1969 წელს ნილ ამსტრონგი მთვარეზე დაჯდა, ერთ-ერთი პირველი ფრაზა რაც მან წამოიძახა ეს იყო:"წარმატებას გისურვებთ მისტერ გორსკი!"ბევრისთვის გაუგებარი იყო რას გულისხმობდა ასტრონავტი.თუმცა, როგორც შემდგომ ცნობილი გახდა ნილს ბავშვობაში ჰყავდა მეზობლები, ცოლ-ქმარი გორსკები, ერთ-ერთი მორიგი ოჯახური ჩხუბის დროს გაკაპასებულმა ცოლმა ქმარს მიახალა:"ამ ბიჭუნას მთვარეზე გაფრენა უფრო დასაჯერებელია, ვიდრე ის, რომ შენ ცოლის მოთხოვნები დააკმაყოფილო."

image



4-წინასწარმეტყველური სიმღერა. ერთხელ მარჩელო მასტროიანიმ ძველი პოპულარული სიმღერა წაიღიღინა:"დაიწვა ის სახლი, სადაც მე ბედნიერად ვცხოვრობდი...", სიმღერა დამთავრებული არც ჰქონდა, რომ დაურეკეს და აცნობეს თქვენი სახლი იწვისო.

image



5-ხელი ხელს ბანს...
1966 წელს 4 წლის როჯერ ლოზერი უცილობელ დახრჩობას გადაარჩინა ქალმა, სახელად ელის ბლეიზმა, 1974 წელს კი თვითონ როჯერმა ზუსტად იმავე ადგილას გადაარჩინა დახრჩობას მამაკაცი.იგი ელის ბლეიზის ქმარი აღმოჩნდა.ეს ყველაფერი ქალაქ სალემის ახლოს მდებარე ზღვაზე მოხდა.

image



6-ბოროტი წიგნი-გაგრძელება. 1935 წლის აპრილის გვიან ღამეს მეზღვაური უილიამ რივზი თბომავალ "ტიტანიანის" გემბანზე იდგა.ფიქრებმა წაიღო.გაახსენდა რობერტსონის წიგნი "სიცარიელის გახსენება", სადაც სარკასტული წინასწარმეტყველებით იყო აღწერილი წიგნში "ტიტანის" და რეალური "ტიტანიკის" ჩაძირვის ამბავი.უცებ შიშისგან ცივმა ოფლმა დაასხა.მათ ხომალდს "ტიტანიანი" ერქვა, იმყოფებოდნენ ზუსტად იმ ადგილას სადაც "ტიტანიკი" ჩაიძირა, იდგა აპრილის თვე და თვითონაც 14 აპრილს იყო დაბადებული.გაუცნობიერებლად ხომალდზე განგაშის სიგნალი ჩართო.გემი გააჩერეს.ეკიპაჟი გემბანზე გამოცვივდა. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ შეჩერებული გემის წინ, რამდენიმე მეტრში აისბერგი იყო აღმართული.

image

გაგრძელება იქნება.....

0
324
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0