საზოგადოება „არ მიმიღია რუსთავი 2-ში დაბრუნების გადაწყვეტილება, თუმცა შეთავაზება მივიღე,“ - ნინო შუბლაძე 2019, 21 აგვისტო, 20:21 ჟურნალისტი ნინო შუბლაძე განცხადებას ავრცელებს. შუბლაძე მისი მისამართით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და რუსთავი2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადასვლის თაობაზე განმარტებებს აკეთებს. „სალამი ყველას, სახე დაკარგულებსაც! პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი 2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას … ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ... ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს... ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს. 66 შეფასება არ არის
|