საზოგადოება ფერეიდნელი ქართველების შაჰრამ ონიკიძისა და ომიდ გუგუნაშვილის მიერ გამოვლილი წინაპრების გზა! 2019, 21 აგვისტო, 14:39 სოციალურ სივრცეში გავრცელებული ინფორმაციით ფერეიდნელი ქართველები შაჰრამ ონიკიძე და ომიდ გუგუნაშვილი 11 აგვისტოს ფეხით გამოემართნენ ფერეიდნიდან საქართველოში. მათი მიზანია, გამოიარონ იგივე გზა, რა გზაც გაიარეს შაჰ-აბასის მიერ იძულებით გადასახლებულმა წინაპრებმა. გზა საკმაოდ დიდია...
მათი მეგობრის, ტარიელ ფუტკარაძის, ინფორმაციით 18 აგვისტოს ირანის ქალაქ სავეში იყვნენ, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იქნებიან საქართველოში. სავედან გამოიარეს 152 კმ. და 20 აგვისტოს უკვე ქალაქ ყაზვინში იმყოფებოდნენ. წარმატებები ვუსურვოთ დიდი სიყვარულით "ფერეიდნელ ლომებს"! 182 5-ს მოსწონს
|