"ეს არის ტექსტი იმ ვიდეორგოლის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში საუბარია საქართველოს მომავალ განვითარებაზე. ვიდეოს თანდართული აქვს აღწერის ტექსტი, თუმცა გაიპარა შეცდომა, კერძოდ, ვინც აღნიშნული ტექსტი დაწერა და სააკაშვილს გაუგზავნა, ბოლო აბზაცში ტექნიკურ დეტალებზე ესაუბრება, რომელიც სავარაუდოდ მან არ წაიკითხა და ავტომატურად გამოაქვეყნა. გაპარულ ტექსში კი წერია, რომ მასალას ნოდარის მისცემს 9-იანისთვის. (იგულისხმება ნოდარ მელაძე)."
ტექსტის მიხედვით ირკვევა, რომ დღევანდელ რეალობაში, როცა ტელეკომპანია რუსთავი-2 სტრასბურგის სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, კონკრეტულად კი საინფორმაციო გამოშვების რედაქცია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან კვლავაც იღებს როგორც მომზადებულ ტექსტებს, ისე სლოგანებსა და ინსტრუქციას, თუ როგორ და რა ფორმით უნდა მომზადდეს ესა თუ ის ვიდეორგოლი და რა ზომის ტექსტი დაერთოს მას.