x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
აუცილებლად დაგეგმეთ თქვენი Weekend თელავში ... და აი, რატომ ...  
image

საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იპოვი რაღაც თავისებურსა და განსაკუთრებულს… რაღაც ისეთს, მუდმივ შთაბეჭდილებად რომ გაგყვება.

ბათუმის მზით გარუჯულმა, ეგ. წ. Weekend - ზე, გადავწყვიტე კახეთის ულამაზეს ქალაქ თელავში წავსულიყავი.

2 დღის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი გადაწყვეტილება მთლიანად გამართლებული აღმოჩნდა!


და აი, რატომ...

imageფოტოზე: გომბორის უღელტეხილი

თბილისიდან კახეთისკენ მიმავალს, პირველი ყურადღება გომბორის უღელტეხილმა მიიპყრო. მძღოლმა შესვენება გამოაცხადა თუ არა, ტრანსპორტიდან სასწრაფოდ გადმოვედი და გარემოს ხარბად მოვავლე თვალი.

ზემოთ, გორაზე, მზესუმზირების ფონზე, ძველებური პატარა სახლი ჩანდა. იმდენად ლამაზი კადრი იყო, ცდუნებას ვერ გავუძელი და ფოტოაპარატი, (რომლის გამოყენებასაც ჯერ არ ვგეგმავდი) მოვიმარჯვე.

...

თითქმის 2 საათიანი მგზავრობა და... თელავიც შემოგვეგება.

image


მოგეხსენებათ, რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში შესულმა მაშინვე შევნიშნე, რომ კახეთის შუაგულში უამრავი ტურისტი ირეოდა და ბევრი ადგილობრივი სასტუმროც ჩანდა.


image

არჩევანი სრულიად ახალ, 1 ივლისს გახსნილ, ბრენდულ სასტუმრო Holiday Inn Telavi -ზე შევაჩერე, რომელმაც პირველივე ნახვით მომხიბლა.

სასტუმრო თელავის ცენტში მდებარეობს და გარდა იმისა, რომ შენობიდან ქალაქის ულამაზესი ხედი შენს თვალწინ მთელი ბრწყინვალებით იშლება, ის ერთგვარად პრაქტიკული და მოსახერხებელიც არის.

image

Holiday Inn Telavi -დან გამოსულს, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლია კახეთის მთავარ სავიზიტო ბარათად წარმოდგენილი ღირშესანიშნაობები მოინახულო.


image

ხოდა მეც , Holiday Inn Telavi -ის პირველ სართულზე მდებარე რესტორან "ბატონთან" მირთმეული უგემრიელესი საუზმის შემდეგ, დაუყოვნებლიც მოვედე ქალაქის ქუჩებს.

...

ერეკლე მეორე...

ბრწყინვალე ძეგლი...

image

დიდხანს და გულმოდგინედ ვაკვირდებოდი... რა სასწაულის მოხდენა შეუძლიათ ზოგჯერ ადამიანის ხელებს.

ძეგლი, 1971 წელს არის შექმნილი და მისი ავტორი მერაბ მერაბიშვილი გახლავთ. რესპუბლიკურ კონკურსზე ძეგლს პირველი პრემია მოუპოვებია.

ნამუშევარი თელავის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.

image

ძეგლის უკანა მხარეს ქალაქის ისტორიული მუზეუმი დამხვდა, სადაც უამრავი ცნობილი მხატვრის ნახატი ვიხილე. ყველაზე მეტად კი მიხაი ზიჩის „რუსთაველი თამარ მეფეს უძღვნის ვეფხისტყაოსანს" – (1881-54 წწ) დამამახსოვდა.

თავად ერეკლე მეფის დარბაზი, მისი ოთახი, ძველებური ხმლები და მოჩუქრთმებულ სიძველეები ხომ ასევე ნამდვილი საოცრებაა.


image

ამ ყველაფრის შემდეგ, რა თქმა უნდა თელავის ცნობილ ჭადართანაც უნდა მივსულიყავი.

როგორც ადგილობრივებმა მითხრეს ის დაახლოვებით 950 წელს ითვლიდა და ასეთი სიძველის მიუხედავად, მაინც ამაყად იდგა...

აყვავებული, აფოთლებული ... ძველი მეციხოვნესავით გადაჰყურებდა თელავს...


image

ნამდვილი სასწაული კი ისევ სასტუმრო Holiday Inn Telavi - ში მელოდა თურმე.

სასტუმროს ლობი ბარში სტუმრებისთვის „თელავის ღვინის მარანი“-ს ღვინოების დეგუსტაცია მოეწყო.

image


ერთმანეთს ენაცვლებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე წარმოებული, ბევრი პრიზისა და ოქროს მფლობელი ქართული ღვინოები, რომელთა დაგემოვნებას ვერც კი ვასწრებდით.


image

იქვე წარმოგვიდგინეს კომპანია „მარლეტა“-ს სახვადასხვა სახეობის ყველი.


image

კულმინაცია კი დღის ბოლო იყო, როდესაც ფართოდ გაშლილ, დიდ დარბაზში, უმშვენიერესი ხედისა და გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, ცნობილმა ესპანელმა შეფ მზარეულმა ალან გონსალესმა სტუმრებს გემრიელად შებრაწული გოჭის ძველი ესპანური ტრადიციით დაჭრის სანახაობა შემოგვთავაზა.


image

როგორც შევიტყვე, ალანი მმართველი კომპანიის HCI Hotel Collection International-ის კორპორაციული F&B დირექტორი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შეფ-მზარეული გახლავთ, რომელსაც თავისი უზღვავი კულინარიული ნიჭის მეშვეობით, შეუძლია რესტორნის შემთხვევითი სტუმარი მუდმივ და ერთგულ მომხმარებლად აქციოს.

...

ამხელა ემოციების ფონზე, ღამის, ძველი თელავიც ფეხით შემოვიარე და სასტუმროს ქათქათა საწოლში მკვდარივით ჩამეძინა.

image

“,

საქართველოს თითოეული კუთხის ნახვისას მგონია, რომ აღარაფერი გამაოცებს, თუმცა ყოველ ჯერზე ვრწმუნდები... ვცდები...

...

თბილისში დაბრუნებულმა, ვიგრძენი, როგორ მომენატრა მაშინვე თელავი...

image


/ ფოტო მასალა მომზადებულია სტატიის ავტორის მიერ /

0
167
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0