x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი IV


2011 წელი

28 აგვისტო

დღეს მარიამობაა. როგორ მახსოვს, განსაკუთრებით ვულოცავდი ხოლმე დედაჩემს ამ დღეს, ახლა კი საფლავზეც ვერ გავედი. გამოვასწორებ დედი...

... როგორ მახსოვს შენი სიცოცხლის ბოლო დღეები, სულ მარიგებდი, ცრემლიანი თვალებით შემომციცინებდი. ხო, ასე იყო, ვერაგ დაავადებას ებრძოდი და მაინც... მე კი ....


ახლა რაღაც მცენარეების ნახარშს მალევინებს რუსიკო, სისხლძარღვებს წმინდავს, ტაბლეტებს ეს ბუნებრივი ჯობიაო, ექიმს უთქვამს. არა და, უფრო სუსტად ვარ, ასეთი რა არის ამ ფეხებში?


სიგარეტი 2 კვირაზე მეტია აღარ მომიწევია, არ მეგონა თუ შევძლებდი. იქნებ, სიგარეტის გამო ვარ ასე მოშვებული, უხალისო და მიგდებული?


4 სექტემბერი

საზიზღარი გემო აქვს ამ მცენარეების ნახარშს, ბოდიში დყა მაღებინა თავიდან. ჰმ, ისე მოვიხადე ბოდიში, თითქოს ოდესმე ვინმე წაიკითხავს ჩემს ნაწერს ჩემს გარდა.

image

დღეს ბედნიერი ვარ მაინც, მამამ მინახულა.რაც ვიჩხუბეთ, მას მერე აღარ მინახავს, 3წელი იქნება ალბათ... როგორ აეტირა რომ დამინახა, მეც მომერია ცრემლი.უსიტყვოდ ვაპატიეთ ერთმანეთს ყველაფერი. ან კი, რა გვქონდა საპატიებელი? მამა-შვილი ვართ, მტრები ხომ არა? აქამდეც ასე იყო, მაგრამ ავადმყოფობა ყოფილა საჭირო ერთმანეთი რომ დაგვეფასებინა. ისე რამდენ რამეზე დამაფიქრა ამ მოცლილობამ, ხელახლა გავიცანი ცოლი, რომლის გვერდზეც 30 წელია ვცხოვრობ და არ ვიცოდი, ასე თუ ვყვარებივარ; გავიცანი შვილიც, რომელზეც სულ ვფიქრობდი, რომ სიბერეში ზედაც არ შემომხედავდა, მაგრამ თან მყვება; მამაც კი ახლა გავიცანი, როგორ შესძლებია პატიება და ცრემლიც. ისე დღეს პირველად ვნახე, მამა რომ პირჯვარს იწერდეს, 78 წლისაა კაცი, მე კი 51 წლის მანძილზე პირველად ვნახე ოთახიდან გასვლისას როგორ გადაიწერა პირჯვარი.

იგივე დრო. რეალობა.

ვალერის ბალახეულით მკურნალობა დაუწყეს, რათა ცოტახნით მაინც გაეხანგრძლივებინათ მისი სიცოცხლე. ამასთან, რუსიკომ და დათომ ოჯახის ახლო ნათესაობას ვალერის ავადმყოფობის შესახებ აცნობეს, თუმცა მას თავად არაფერი არ უნდა სცოდნოდა. მიუხედავად, ამისა მალე ვალერი შემთხვევით იგებს, რომ კიბო აქვს.


გაგრძელება....

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - I ნაწილი

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - II ნაწილი

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი III

0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0