x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138984
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი III

image

2011 წელი

11 აგვისტო

ძალიან ცუდად ვარ.წერაც კი აღარ მინდა. მგონი კიბო მაქვს. რუსიკო და დათო უარობენ, მაგრამ .... ყური მოვკარი, როგორ საუბრობდნენ “ქიმია" გავუკეთოთო, მერე ვკითხე ვინაა ცუდად-თქო და დათოს ძმაკაცის დედაზე მითხრეს, მაგრამ რა საჭირო იყო ასე ჩურჩულით ამაზე ლაპარაკი? ნუთუ, მე... სუსტად კი ვარ 3-4 დღეა უკვე, მაგრამ... დამიმალავდნენ? და თუ რამე მჭირს, ხომ უნდა მიმკურნალონ? რანაირად, თუ დამიმალეს?


უკვე ძალიან მიჭირს უსიგარეტოდ, მაგრამ ჩემი თავის მიკვირს, ამდენიც რომ შევძელი. ფეხები მტკივა და გარეთ ვეღარ გავდივარ, რომ სიგარეტი ვიყიდო, ჩემები უარზე არიან.ამ მეზობლებმაც ახლა დაანება ყველამ მოწევას თავი....


23 აგვისტო

ცუდად ვარ, ძალიან მიჭირს უკვე სიარული, რაღაც წამალს ვსვამ, მაგრამ არ მშველის. უფრო მეტი მძინავს, წამლის ბრალიაო, ექიმს უთქვამს.

მაგრამ ექიმთან აღარ დავდივარ, როგორც იქნა შემეშვნენ....

რუსიკოს ვატყობ, რომ ხშირად ნამტირალევი აქვს თვალები, ალბათ, ბევრი დაეხარჯათ ექიმებში და ნერვიულობს, მე არაფერს მეუბნება, მაგრამ ხომ ვიცნობ არა? 30 წელია ცოლ-ქმარი ვართ ბოლოს და ბოლოს. ისე ამ 30 წლის მანძილზე პირველად დამჭირდა სხვისი მოვლა, არ ველოდი, რომ რუსიკო ასე თავზე მომევლებოდა, სულ ვაწვალებდი საწყალ ქალს, არ ვმუშაობდი, გულაობასაც არ ვიკლებდი ახალგაზრდობაში მაშინ, როცა ზოგჯერ პურის ფულიც კი გვიჭირდა და მაინც ჩემთანაა, თავს დამტრიალებს და ვინ იცის იქნებ იმიტომაც უცრემლიანდება ხოლმე თვალები, .ახლა ასეთს რომ მხედავს? რამხელა სიყვარული შეძლებია და მე კიდევ... უეჭველად უკეთესად მოვექცევი ამიერიდან, რომ მოვკეთდები იქნებ რამე ფული მოვიგდო და დასასვენებლად წავიდეთ ჩვენ სამნი სადმე, ერთად ხომ არსად ვყოფილვართ, ეჰ, რამდენი რამ მაქვს ცხოვრებაში დაკარგული. როცა დრო მქონდა, .არ ვაფასებდი, და ახლა... ახლაც მაქვს დრო, მაგრამ ვეღარ შემიძლია და რომ შევძლებ, როგორც შევძლებ ოჯახს გავახარებ, როგორ ვყვარებივარ ორივეს...

იგივე დრო. რეალობა.

ვალერის ექიმის თქმით, გამოჯანმრთელების შანსი 1% იყო ქიმიოთერაპიით მკურნალობის შემთხვევაში, რადგან სისივნე უკვე გავრცელებული იყო ფილტვების 1/3-ზე მეტზე. მისი ვარაუდით, დარჩენილი იყო 1 ან მაქსიმუმ თვენახევარი. დათოს და რუსიკოს გადაწყვეტილებით, რაკი ტრადიციული მედიცინა იმედს ვერ იძლეოდა, დაიწყეს ექიმბაშის ძებნა, რომელიც მცირედით მაინც გაუხანგრძლივებდა ვალერის სიცოცხლეს. იცოდნენ, რომ ოჯახის თავი ხელიდან გამოეცლებოდათ და მაქსიმალურად ევლებოდნენ მას თავს.

გაგრძელება მალე იქნება....

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - I ნაწილი

image

მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - II ნაწილი

0
214
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0