სხვა პროდუქტები,რომელთაც დიასახლისების უმრავლესობა არასწორ ადგილას ინახავს 2019, 19 აგვისტო, 13:15 ადამიანების უმრავლესობა მაცივარში ინახავს ხილს, ბოსტნეულს, ტკბილეულს და პურსაც კი. მაგრამ ყველა პროდუქტს თავისი შენახვის წესი, აქვს, რომლის დარღვევის შემთხვევაში ეს პროდუქტი უფრო მალე ფუჭდება.
მოდი, გავერკვეთ, თუ რომელი პროდუქტი სად უნდა ინახებოდეს:
რა შევინახოთ კარადაში და მზისგან დაცულ ადგილას ![]() 2.შოკოლადი შოკოლადის შენახვა სულაც არაა რთული.ბნელსა და გრილ ადგილას ის იდეალურად ინახება. აი, მაცივარში შენახვას კი უმჯობესია მოერიდოთ, რადგან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო, მის ზედაპირზე ნადები წარმოიქმნება, რომელიც გაციების შემდეგ თეთრდება. ეს შოკოლადს გემოს არ უცვლის, მაგრამ გარეგნულად შოკოლადი ნამდვილად აღარ გამოიყურება მიმზიდველად. 3.თაფლი თაფლსაც თავისი შენახვის წესი აქვს. ის გრილ და ბნელ ადგილას უნდა ინახებოდეს. მაცივარში მის შენახვას მოერიდეთ, რადგან თაფლი დაკრისტალებას დაიწყებს და სასარგებლო ნივთიერებების ნაწილსაც დაკარგავს. 4.ზეითუნის ზეთი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას. მაცივარში თუ შეინახავთ მასში თეთრი კონდენსატი წარმოიქმნება. 5.ნიორი და ხახვი შეინახეთ ეს ბოსტნეული გრილ, მშრალ ადგილას. მაცივარში ხახვიც და ნიორიც ორჯერ უფრო სწრაფად ფუჭდება. რა შევინახოთ სამზარეულოს თაროებზე ![]() 3.ბადრიჯანი ბადრიჯნისთვის დაბალი ტემპერატურა დამღუპველია: რბილდება, უფრო ფაშარი ხდება და სასარგებლო ნივთიერებებსაც კარგავს. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზისგან დაცულ ადგილას. 4.პომიდორი ნუ იჩქარებთ მათ მაცივარში შედებას. ასე მხოლოდ ბუნებრივ არომატს დაუკარგავთ და ნაკლებად გემრიელი იქნება. ამასთან, ცივი ჰაერი ხელს უშლის დამწიფების ბუნებრივ პროცესს და ბოსტნეულში არსებულ მემბრანას ანადგურებს.შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ისეთ ჭურჭელში, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს. მაგ: კალათაში. რა შევინახოთ მაცივარში ![]() 2.ფქვილი თითქოს ფქვილის შენახვა რთული არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არაა. მაღალმა ტენიანობამ და ტემპერატურამ მასში შესაძლოა მატლები და ობი გააჩინოს, რის შედეგადაც ფქვილი გამოსაყენებლად უვარგისი ხდება. იდეალური ვარიანტია მჭიდროდ თავდახურული ქილა, რომელსაც მაცივარში ან საკუჭნაოში, სიგრილეში შეინახავთ . 3.ნიგოზი ნიგოზი ოთახის ტემპერატურაზე მალე ფუჭდება. უმჯობესია, თუ ამ პროდუქტს მზის სხივებს და მაღალ ტემპერატურას მოვარიდებთ და მაცივარში შევინახავთ. ასე ნიგოზი 9 თვემდე გაძლებს. 4.ნიახური სხვა მწვანილებისგან განსვავებით, ნიახური მაცივარში უნდა შევინახოთ. მხოლოდ, მისი ღეროები მანამდე ცელოფნისგან გაათავისუფლეთ, რომ მალე არ დაჭკნეს. შეფუთვისთვის უმჯობესია ფოლგა გამოიყენოთ. 221 შეფასება არ არის
|