სიახლეები სახლში ტანსაცმელი არ გააშროთ! ეს საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის 2019, 18 აგვისტო, 14:00 ავსტრალიელმა ექსპერტებმა გამოიკვლიეს, ჯანმრთელობის რა პრობლემებს ჰქმნის სახლში ტანსაცმლის გაშრობის ჩვევა. თანამედროვე რეალობაში, როცა საცხოვრებელი ფართი კომპაქტურ სტუდიას უფრო დაემსგავსა, დიასახლისებს აღარაფერი დარჩენიათ სახლის მინიმალიზმი მთლიანად აითვისონ, ყველა კუთხე-კუნჭული გამოიყენონ. ამიტომ მათთვის სრულებით ჩვეულებრივი ამბავია, განურჩევლად რაოდენობისა, გარეცხილი ტანსაცმლის სახლში გაშრობა. სავსებით ლოგიკურ გადაწყვეტილებად მიაჩნია ბევრს, მაგრამ ავსტრალიელი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ სახლში ტანსაცმლის გაშრობა კედლებზე ობის გაჩენას იწვევს, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სრულიად უსაფრთხოდ შეიძლება მოგეჩვენოთ საშრობზე ან რადიოატორზე ტანსაცმლის გასაშრობად გადაკიდება, სპეციალისტების აზრით, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონდენსირება, ხოლო სინესტემ გააჩინოს სახლში მიკრობები და ობის კერები. ნიკ ოსბორნის სიტყვებით, ობის კერების გაჩენა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადაიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ასთმა და ხშირი გაციება აწუხებთ. როგორც Daily Mail-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკ ოსბორნი ამბობს: " თუ სახლში საკმარისად კარგად არაა დამონტაჟებული ვენტილაცია, წარმოიქმნება კერა, სადაც ვითარდებიან ობი და მავნე ბაქტერიები. ასეთ პირობებში ცხოვრება წარმოქმნის სასუნთქი გზების მკვეთრ პრობლემებს". კრისტინ კოუი დაეთანხმა კოლეგის მოსაზრებას და დაამატა, რომ ნესტი წარმოადგენს ასთმის და რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკის ზუსტ ინდიკატორს, სოკოს სპორების ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. იმისთვის, რომ ასეთი პრობლემების რისკი შეამციროთ, აუცილებელია რეგულარულად უნდა გაანიავოთ ფართი ( 10-15 წუთით გააღოთ კარ-ფანჯარა და შექმნათ ჰაერის ორპირი მოძრაობა). ასევე, თუ გინდათ თავიდან აიცილოთ კედლებზე ობის წარმოქმნა, უნდა ჩართოთ გამწოვი სამზარეულოში საჭმლის მომზადებისას. აბაზანის მიღების შემდეგ უნდა გაანიავოთ აბაზანა და სველი პირსახოცები არ დატოვოთ ჩაკეტილ სივრცეში. თუკი ობმა მაინც დაიწყო გაჩენა, გამოიყენეთ წყლისა და ძმრის ნარევი. (თანაბარი პროპორციებით) ხოლო ეთერზეთის თბილ წყალში ნარევით, ობს ადვილად დაამარცხებთ, თქვენ კი სასიამოვნო განწყობას შეიქმნით. ასევე ნახეთ მაგნიტებს ნუ მიაკრავთ მაცივარზე!!! გაიგეთ რას ამბობენ ექსპერტები როგორ ავარჩიოთ ბავშვის სარეცხი ფხვნილი? მარტივი და აუცილებელი წესები მათი ადგილი იქ არაა - რომელი ნივთების შენახვაა საშიში სამზარეულოში "ჩვენ ფეხებს არ ვიპარსავთ" - სინქრონული მოცურავე მარია შუროჩკინა არასდროს გარეცხოთ ჭურჭელი სტუმრად!!! ჩვენ გეტყვით რატომ 136 1-ს მოსწონს
|