x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - I ნაწილი

image

2011 წელი

25 ივლისი

დღიური ბავშვობაშიც არ დამიწერია და აი ახლა, 51 წლის ასაკში, ამ წინადადებით ვიწყებ უსაქმურობის გამო გულის გადაყოლებას.

ორ ადგილას ვმუშაობდი ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, თუმცა ახლა სახლში ვარ გამოკეტილი და მხოლოდ ექიმებთან მიწევს სიარული.

ერთი თვის წინ ექიმთან ვიყავი, ფეხებზე სისხლძარღვები გამომებერა უცნაურად და ცოტა შემეშინდა, ელასტიური ბინტები დამინიშნა და ანალიზის პასუხებზე ვინმე გამოგზავნეთ, თქვენ ნუღარ შეწუხდებითო. მეორე დღეს ჩემი ბიჭი მივიდა პასუხების გასაგებად, მერე ტელეფონით დამირეკა, ყველაფერი რიგზეაო, იმ ღამეს სახლში არ მოსულა.მეორე დღეს კი ნაბახუსევი დაბრუნდა, მთხოვა, რომ სამსახურებიდან შვებულებები ამეღო და საკუთარი თავისთვის მიმეხედა, რიგზე კია ყველაფერი, მაგრამ დაისვენე ჯობიაო, უარი ვუთხარი, ისედაც გვიჭირს და ხელფასიან შვებულებას არავინ მომცემდა. ვიკამათეთ.

2 დღის შემდეგ უცნაური რამ მოხდა, ერთი სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ აქციებს ჰყიდდნენ და შესაძლოა სამსახური დამეკარგა, იმავე საღამოს მეორე სამსახურიდანაც მაუწყეს, რომ ცოცხალი დაცვა აღარ სჭირდებოდათ და კამერების კონტროლისათვის უკვე აარჩიეს თანამშრომელი.ასე უცბად, უცნაურად და ჩემი შვილის მოთხოვნაზე დამთხვევით, უსამსახუროდ დავრჩი.


ახლა კიდევ ახალი რამე აიხირა დათომ( შვილი), რუსიკომაც(ცოლი) მხარი აუბა, სიგარეტს დაანებე თავიო.რანაირად დავანებო, 14 წლიდან ვეწევი, 37 წელია უკვე. ახლა უკვე ორივესთან ვიკამათე.

ერთი კვირაა სულ ექიმებთან დავყავარ ჩემებს, თან მეუბნებიან ყველაფერი კარგადააო, მაგრამ რაღაც არ მომწონს ეს ამბავი.

0
336
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0