x
image
კატაპულტი
რა მავნებლობა გააჩნია საზამთროს და რამდენია მისი მირთმევის დღიური დოზა?!

image

ზაფხული მდიდარია მრავალი ხილით, კენკრით, ბოსტნეულით და ბაღჩეული კულტურებით. თითქმის ყველა მათგანი ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და ადამიანთა უმრავლესობაც სწორედ ზაფხულში ისრუტავს უამრავ აუცილებელ ვიტამინსა და ნივთიერებას.


სასარგებლო თვისებებით მდიდარია ყველასთვის საყვარელი საზამთრო. ის გაჯერებულია A, B1, B6 და C ვიტამინებით, ასევე კალიუმითა და მაგნიუმით. გამომდინარე იქიდან, რომ მისი 92% წყლისგან შედგება, ის თავისუფალია ნატრიუმის, ცხიმებისა და ზედმეტი კალორიებისაგან. საზამთრო დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე, კუნთების ტკივილისას, სხეულის ტენიანობაზე, იმპორენციაზე და ა.შ.


ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრ ჩვენგანს არაფერი ურჩევნია ცივ საზამთროს, თუმცა ცოტა ფრთხილად!



როგორც ბევრ რამეს სამყაროში, საზამთროსაც გააჩნია უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ იმით, რომ დიდი ზომის მისაღწევად ფერმერები ხშირად იყენებენ ნიტრატებს, რაც ძალზედ მავნებელია ორგანიზმისთვის, თუმცა სრულიად ბიოლოგიურად სუფთად მოყვანილი საზამთროც კი შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს.


საქმე იმაშია, რომ კალიუმის მაღალი შემცველობის გამო, მისი მიღება დიაბეტიანებისათვის შესაძლოა საზიანო იყოს. გლიკემიის მაღალმა ინდექსმა შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის სწრაფი მატება, რაც ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულზე.


გარდა ამისა, ჯანმრთელ ადამიანებში საზამთროს გადაჭერბულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და დიარეა.


მედიკოსები გვირჩევენ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, საზამთრო მივირთვათ არაუმეტეს 500 გრამისა დღეში.


ასევე დაგაინტერესებთ:

დაჩქარებული სიკვდილი დიეტური სასმელების წყალობით

რატომ არ უნდა იხმაროთ თქვენს ეზოსა და ბაღში ჰერბიციდი?!

რითი უნდა ვიკვებოთ?!

0
369
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0