მსოფლიო 10 რთული წესი, რომლის დაცვაც ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის უწევს 2019, 25 დეკემბერი, 16:05
ჩრდილოეთ კორეაზე ნამდვილად ბევრჯერ ვისაუბრეთ. ქვეყნის მმართველი კიმ ჩენ ინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მკაცრი დიქტატორია. დღეს კიმ ჩენ ინის მეუღლეზეზე ვისაუბრებთ, მაშასადამე 10 რთული წესი, რომლის დაცვაც ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის უწევს: 1. პირველი ლედის როლი - როგორც ქვეყნის პირველი პირები, ასევე მათი მეუღლეებიც ხშირად ხვდებიან საზოგაოების ინტერესის სფეროში, თუმცა სხვა პირველი ლედებისგან განსხვავებით ძალიან ცოტა რამ ვიცით კიმ ჩენ ინის მეუღლის შესახებ. ადგილობრივ წყაროებთან დაყრდნობით, ადრეულ ასაკში ლი სოლ ჩჟუ სამხრეთ კორეაში ისვენებდა, ხოლო მუსიკის განათლება ჩინეთში მიიღო. 2. ქორწინება გარიგებით - ალბათ თქვენც მიხვდებოდით, რომ კიმს და ლი სოლს ერთმანეთი პირველსავე დანახვაზე არ შეჰყვარებიათ, არც სადმე წვეულებაზე და არც რომანტიულ გარემოში გაუცვნიათ ერთმანეთი. როდესაც კიმის მამა მომაკვდინებელი სენით იყო დაადებული, კიმმა მამამისის რჩევით იქორწინა გოგონაზე. ეს ყველაფერი გარიგებით მოხდა. 3. წესი, რომლის დაცვაც ყველა ჩრდილოელ კორეელს ევალება - მოგახსნებთ, რომ 16 აპრილს ჩრდილოეთ კორეაში ქორწინება აკრძალულია, რადგან ამ დღეს კიმ ჩენ ინის პაპის კიმ ჩენ ილის დაბადების დღეა. ქორწინება ასევე იკრძალება 15 აპრილსაც, როდესაც კიმ ჩენ ინის მამა დაიღუპა. ამ დღეებში მოქალაქეებს მხოლოდ იმის უფლება აქვთ, რომ მათ ძეგლებთან ყვავილები მიიტანონ, ეს წესი აბსოლუტურად ყველა ჩრდილოეთ კორეელს ეხება. 4. უნდა იყოს ქმრის მარჯვენა ხელი - კიმ ჩენ ინი მეუღლეს ხშირად კულისებს მიღმა ტოვებს, თუმცა ის ერთადერთია მთელ ჩრდილოეთ კორეაში, რომელსაც შეუძლია კანონში ცვლილებების შეტანა ქმრის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ლი სოლი ყოველთვის მდიდრულად იცმევს, რადგან ეს მის ქმრის, ჩრდილოეთ კორეის ერთპიროვნული ლიდერის - კიმ ჩენ ინის თხოვნაა. 5. სახელის შეცვლა - ძალზედ უცნაურია, მაგრამ ლი სოლმა სახელიც და გვარიც შეიცვალა. ეს ფაქტი ჩრდილოეთ კორეის პირველ ლედის უფრო იდუმალებით მოცულს ხდის. 6. ვერ ეკონტაქტება საკუთარ ოჯახს - მამამისი მასწავლებელია, ხოლო დედა გინეკოლოგი, თუმცა რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედი მშობლებს ვერ ეკონტაქტება. გასაკვირვი არც იქნება, თუ ამ საქმეშიც კიმის ხელი ერევა. 7. საზოგადოებას თავს არიდებს - კიმის გარეშე სოლს ვერსად ნახავთ. ის ერიდება ყველანაირ შეხვედრას მეუღლის გარეშე. 8. უსაფრთხოება - როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, კიმ ჩენ ინის გამორჩევა ნამდვილად შეგვიძლია. ის თავის ოჯახის წევრებს უფრო ძლიერად იცავს, ვიდრე პუტინს მცველები და კიდევ თეთრ სახლს დარაჯები. 9. უნდა ესტუმროს სამგლოვიარო რეგიონებს - პირველი ლედი იშვიათად ხვდება საზოგადოებაში. მის ვალდებულებებში შედის მამამთილის საფლავზე გასვლა. ყოველი წლის 15 აპრილს, ლი სოლი ვალდებულია გავიდეს კიმის მამის საფლავზე და აუცილბლად უნდა მიიტანოს ყვავილები. 10. შვილები - ლი სოლს ევალება შვილების გადამალვა. ოჯახი შთამომავლობას ძლიერად უფრთხილდება. თითქმის ნახევარი მსოფლიო ამ დიქტატორს ემტერება და არცაა გასაკვირვი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლედის ასეთი საქციელი. მაგრამ არის გამონაკლისებიც: მაგალითად, NBA ყოფილი კალათბურთელი დენის როდმანი კიმის ოჯახის სტუმარი იყო, რა დროსაც მას პატარა ინი ჰყავდა ხელში აყვანილი. როდმანის განცხადებით თვითონ კიმიც და მისი მეუღლეც ძალიან თბილი ადამიანები არიან. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! <<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>მამაკაცმა ბებია-პაპისგან მემკვიდრეობით ფერმის სახლი მიიღო... რა აღმოაჩინა მან ხალიჩის ქვეშ? ნარიფონის ხე - ხელოვნური თუ ბუნებრივი?
20 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც 35 წლამდე აუცილებლად უნდა ისწავლოთ ტიტანობოაზეც უფრო დიდი?! - დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი გველები 5 ყველაზე უნიკალური მატარებელი მთელ მსოფლიოში 3 კუნძული, სადაც ფეხი არასოდეს არ უნდა დაადგათ ნესვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! ფოტოგრაფმა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელებს გადაუღო, შემდეგ კი ფოტოები ერთმანეთს შეადარა... 5403 3-ს მოსწონს
|