სასარგებლო პროდუქტები ნესვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2019, 26 სექტემბერი, 9:40 ნესვი გოგრისებრთა ოჯახის მცენარეა, ბახჩის კულტურა, ცრუ ნაყოფი. სხვაგვარად მას “სამხრეთის ლამაზმანს” უწოდებენ. ნესვის სამშობლოდ შუა და მცირე აზიას, აფრიკასა და ინდოეთს მიიჩნევენ. ცნობილია, რომ მას ძველ ეგვიპტეშიც ზრდიდნენ. ევროპაში ეს კულტურა ანტიკურ პერიოდში მოხვდა. ველური ნესვი დღეს პრაქტიკულად აღარსად გვხვდება, კულტურული ჯიშები კი გადარჩევის გზით არის მიღებული აზიური საველე სახეობებიდან. ნესვს ძირითადად უმს, გათლილს მიირთმევენ, თუმცა მისი ქერქი და თესლი რბილობზე არანაკლებ სასარგებლოა. არ შეიძლება ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად! ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე. ნესვი შეიცავს B1, B2, PP, A, C ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ამ ელემენტის მასური წილი ნესვში 17-ჯერ აღემატება რძეში არსებულს. ნესვში უხვად არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი და ქლორიც. ამიტომაც ურჩევენ მას ანემიის (სისხლნაკლებობის) და ორგანიზმის განლევის, აგრეთვე ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ნესვი, როგორც ნაწლავის მეგობარი - ნევსი დაბალკალორიული და მრავალბოჭკოვანია, 150 გრამ ნესვში 1, 5 გრამი ბოჭკოა, რაც ნაწლავების უკეთ მუშაობას ნიშნავს. უზმოზე ჭამა რეკომენდებული არაა, თუმცა საუზმეზე მირთმევა პრობლემას არ შექმნის. ბეტა კაროტინი - ამ ნივთიერებას შეიცავს ყვითელი და ნარინჯისფერი ხილის სახეობები, ამ კომპონენტს შეუძლია A ვიტამინად გადაქცევა. გამოდის, რომ ნესვი შეიცავს იგივე A ვიტამინს და აქედან გამომდინარე, უფრო ძლიერი იმუნური სისტემა ჩამოგიყალიბდებათ. გარდა ამისა, ბეტა კაროტინი მხედველობასაც აუმჯობესებს. თითქმის ყოვლისშემძლე - ის შეგიძლიათ მიირთვათ საჭმლის მონელების ნებისმიერი დარღვევის დროს, ოღონდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, არავითარ შემთხვევაში სხვა საკვებთან ერთად! ექიმები ნესვს გვირჩევენ ღვიძლის ნებისმიერი პათოლოგიის, ასევე თირკმელებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს. ის მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გარეგნობას. ნესვის თესლი პოტენციის ასამაღლებელი უძველესი საშუალებაა. ამ მიზნით უმი თესლის დაღეჭვაა რეკომენდებული, უმჯობესია, თაფლთან ერთად და აუცილებლად ზომიერების დაცვით - არა უმეტეს დღეში ორი გრამისა. სხვაგვარად შესაძლოა ელენთა გაგიღიზიანდეთ. გემრიელად მიირთვით! გისურვებთ ჯანმრთელ ცხოვრებას! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<საზამთრო - რა ვიცით და რა არ უნდა დაგვავიწყდეს ამ გოგრისებრთა მცენარის შესახებ?! ჭერამი - ხილის სახეობა, რომლის შესახებაც არ გსმენიათ ბევრი რამ - ეს უნდა იცოდეთ! თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! ისპანახი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! დიდგულა(ანწლი) - გაზაფხულის მიწურულს ყვავილობს, ზაფხულში აუცილებლად მიირთვით! პიტაჰაია (დრაკონის ნაყოფი) - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! ნუში - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! მუჰამედ ბინ სალმანი - პრინცი, რომელიც არაბეთის შეცვლას გეგმავს! გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება! 5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ 1130 4-ს მოსწონს
|