კინო ლეონარდო დიკაპრიომ ყველაზე სამარცხვინო როლი დაასახელა 2019, 14 აგვისტო, 14:27 ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლეონარდო დიკაპრიომ თავის კარიერის მანძილზე ყველაზე სამარცხვინო როლი დაასახელა, ამავე აზრისაა ტობი მაგუაირი, რომელიც პარტნიორობას უწევს დიკაპრიოს ამ ფილმში.მათ არ სურთ ეს ფილმი ოდესმე დიდ ეკრანზე იხილოს მაყურებელმა. საუბარია 2000 წელს გადაღებულ ფილმზე "კაფე "დონს-პლამი"- სადაც ოთხი ახალგაზრდა ყოველ საღამოს იკრიბება კაფეში სხვადასხვა გოგოებთან ერთად.დიკაპრიო თამაშობს დერეკის როლს-უხეში და თავხედი ახალგაზრდა, რომლის რეპლიკები შემოიფარგლება მასტურბაციაზე საუბრით და გოგონასადმი სახეზე ბოთლის გადალეწვის მუქარით. აღსანიშნავია, რომ ფილმი აკრძალა შეერთებულ შტატებმა და კანადამ. ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა დეილ უიტლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დიკაპრიო და მაგუაირი ფილმში ისე ნატურალურად თამაშობენ, მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი საკუ თარ თავს განასახიერებენ.(კადრი ფილმიდან იხილე მთავარი ფოტო) 252 4-ს მოსწონს
|