სხვა გოგონამ ბიჭის ღალატი ჩვეულებრივი ფიტნეს სამაჯურით გამოააშკარავა 2019, 13 აგვისტო, 19:27 უბრალო ფიტნეს-სამაჯურმა მოღალატე გამოააშკარავა, ამისთვის კი ტაივანის ახალგაზრდა მცხოვრებს სულ ცოტაოდენი გამჭრიახობა და ლოგიკა დასჭირდა. გოგონას კარგა ხანია ეჭვი ჰქონდა, რომ მისი ბოიფრენდი, რომელთან ერთადაც უკვე 7 წელია ცხოვრობდა, სხვა ქალსაც ხვდებოდა. ბიჭი კი მუდმივად უარყოფდა, დამამტკიცებელი საბუთი კი მისი კუთხეში მისამწყვდევად, არ არსებობდა. ეს გაგრძელდა იქამდე, ვიდრე გოგონამ ბიჭის ფიტნეს-სამაჯურის ფუნქციებში უკეთ არ გაერკვა. ორი სამაჯური, ერთი მობილური აპლიკაცია, ფუნქციები, რომლებიც ორივეს სმარტფონტან იყო დაკავშირებული... რა უნდა გაიგო ძილის ფაზისა და პულსით? აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრის გაგება შეიძლება. გოგონა ყურადღებით დააკვირდა ციფრებს და გრაფიკებს და მიხვდა, რომ რეგულარულად, მისი ბოიფრენდი, ყოველ მეოთხე დღეს შუაღამის შემდეგ ფხიზლობდა. დარჩენილი იყო მხოლოდ მისი თვალთვალი და ყველაზე მოულოდნელად გამოჭერა- რაც გოგომ გააკეთა კიდეც. ბიჭი საბოლოოდ მახეში გაება, ნათქვამია Medialeaks-ის ჩინურ სოციალურ ქსელში. ასევე ნახეთ ინტიმური ფოტოების გაცვლა გასართობ თამაშში გადაიზარდა ქორწინება არასდროსაა გვიან. 96 წლის მამაკაცი 93 წლის შეყვარებულზე დაქორწინდა სექსი თვითმფრინავში : როგორია მოლოდინი და რეალობა? მამაცი ძაღლი რეილი (+ვიდეო) 25 ფაქტი "ტიტანიკზე", რომელიც აქამდე არ იცოდით 727 1-ს მოსწონს
|