სხვა პენსიონერი საგონებელში ჩააგდო ვიღაცამ, რომელიც ყოველ ღამე ფარდულს ულაგებდა(ვიდეო) 2019, 13 აგვისტო, 13:12 ![]() ხანშიშესული კაცი ვერაფრით ხვდებოდა, ვინ შემოდიოდა მის მის ფარდულში ყოველ ღამით და ფარდულში საგულდაგულოდ ულაგებდა მიმოფანტულ ჭანჭიკებს, ხრახნებს და მსგავს წვრილმანებს ყუთში, პენსიონერმა უკვე იფიქრა, რომ მოჩვენებას ჰქონდა საქმე, ან რაც კიდევ უფრო ცუდია, თავად თავში ჰქონდა ფსიქიური პრობლემები...ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, როდესაც მეზობელი დაემხმარა ღამის სათვალათვალო კამერის დაყენებაში. ![]() 72 წლის ბრიტანელი სტივენ მაკირსი, პატარა ქალაქ სევერნ-ბიჩიდან არის, მთელი ცხოვრება ელექტრიკოსი იყო, ამჟამად პენსიაზეა, მოხუც კაცს უყვარს საკუთარ ფარდულში ყოველდღიური ფუსფუსი, სადაც ათასი წვრილმანი უყრია, ერთ დღეს შეამჩნია, რომ რაღაც წვრილმანები ადგილზე ვერ იპოვა, აღმოაჩინა, რომ ვიღაცას მაგიდაზე გაფანტული ჭანჭიკები, ლურსმნები, საგდულები, ცალუღები და სხვა წვრილმანი კულტურულად რკინის კონტეინერში ჩაულაგებია. ![]() ![]() პენსიონერი ამბობს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ გააგდებს თაგვს და პირიქით, მოხარულია ასეთი დამხმარე რომ ჰყავს: "ეს თაგვი ჩინებულია, ის დღესაც ისევ ალაგებს ღამ-ღამობით"-აღნიშნა სტივენმა. 2407 2-ს მოსწონს
|