x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„რუსთავი 2“-ის ყურება 16 წლამდე ბავშვებისთვის მავნებელია - ნინო ბურჯანაძე
image


პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თვლის რომ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად არ მოქმედებს და „რუსთავი 2“-ის მფლობელის გადაწყვეტილება გაყიდოს ტელევიზია, კონკრეტულ პირთან შეთანხმებულია.


“კითხვის ნიშნები ჩნდება რა დგას ამის უკან, ეს არის ქიბარ ხალვაშის პირადი გადაწყვეტილება თუ შეთანხმებული გადაწყვეტილება. სავარაუდოდ ეს არის ვიღაცასთან შეთანხმებული გადაწყვეტილება. ფაქტი, რომ ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის საქმეში უკან ედგა ხელისუფლება“, - უთხრა ნინო ბურჯანაძემ „პრაიმტაიმს“


ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში „რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა“ და მათ ანტისახელმწიფოებრივი როლი ითამაშეს.



„ძალიან სამწუხაროა რომ მართლა კვალიფიციური ტელევიზია გადაქცეული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიად. რამდენიმე წამყვანმა სახე დაკარგა და ლამის 16 წლამდე ბავშვებისათვის ამ ტელევიზიის ყურება მავნებელი იყო. ლექსიკა, რომელიც ამ ტელევიზიაში გამოიყენებოდა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ფაქტი, რომელსაც „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა ადგილი, ანტისახელმწიფოებრივი როლი შეასრულა და ძალიან სერიოზულად დააზარალა სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ტელევიზიამ ვალდებულია დაიცვას ეთიკის ნორმები. სამწუხაროდ რუსთავი 2 ის წარმომადგენლების ნაწილმა ეს პრინციპი სერიოზულად დაარღვია და ამან ტავად რუსთავი ორი დააზარალა. ფაქტი, რომელიც გაბუნიას გადაცემაში იყო ეს შეურაცხყოფს ყველა ნორმალურ და კულტურულ ადამიანს“, -ამბობს ნინო ბურჯანაძე.



0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0