x
image
კატაპულტი
,,აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 11 აგვისტო

image
2008 წლის აგვისტოს დასაწყისიდან საქართველომ არაერთი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა, საკუთარი სახლები დატოვა 150 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ. 11 აგვისტოსათვის კვლავ გრძელდება.ქართველი ხალხის შევიწროება. ქართული არმიის თავგანწირვის წყალობით, რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო ამ დრომდე შეეღწია ქალაქ გორში. ქართველმა ჯარისკაცებმა, მიუხედავად, მცირე რაოდენობისა, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს გორის რაიონის სოფლებთან შინდისი და მეღვრეკისი, თუმცა რუსული ავიაცია კვლავ ბომბავს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს.



00:30 რუსულმა ავიაციამ.დაბომბა სოფელ შავშვებთან არსებული სარადარო სადგური.




გამთენიისას დაიბომბა ასევე თბილისში, მახათას მთაზე არსებული სარადარო სადგური.



05:00 საათზე დაიბომბა შირაქის ასაფრენი ბილიკი.



06:10 დაიბომბა.გორის.სატანკო ბატალიონი.



ერთი საათის შემდეგ იბომბება სენაკის აეროპორტი.


12:00 -დან იბომბება ზემო.აფხაზეთი.


ინტენსიურად იბომბება ქალაქი გორი და მისი სოფლები ტყვიავი, ქერე, კარალეთი. რუსი სამხედროები ტყვედ იყვანენ ქართველ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს.


თბილისში დევნილი მოსახლეობა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბანაკდებიან.


11 აგვისტოს საღამოსათვის რუსული ჯარი ქალაქ გორში აღწევს. ვრცელდება ხმები, რომ ოსი სეპარატისტები ქართველ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან, არის მოროდიორობის ფაქტებიც.


1
55
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
55
  
2019, 11 აგვისტო, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1