x
გოგომ ბიჭის ღალატი სურათზე ერთი დეტალით გაიგო
image


გოგომ ბიჭის ღალატი სურათზე ერთი მცირე დეტალით დაადგინა. ამის შესახებ წერს Bored Panda.


კენი ჰაიესმა თავისი შეყვარებულის სურათი სოციალურ ქსელში უცნობი გოგოს გვერდზე ნახა და მაშინვე თავის შეყვარებულს ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ბიჭმა კი იუარა და უპასუხა, რომ ეს სურათი ძალიან ძველი იყო.


გოგონამ თავის მეგობრებს გაუზიარა, რაც გადაიტანა, მაგრამ მეგობრებმა ბიჭის პასუხი არასანდოდ მიიჩნიეს. მათ შეამჩნიეს, რომ სურათზე უკანა ფონზე არსებული ჟურნალი წლევანდელი თებერვლის ნომერი იყო. კომენენტარებში ამ თემის განხილვაში მიიღო მონაწილეობა თავად იმ გოგომ, რომელიც სურათზე იყო აღბეჭდილი და თქვა, რომ ამ ბიჭს სამი კვირით ადრე დაშორდა და არც კი იცოდა, რომ ვინმესთან ურთიერთობაში იყო. გოგომ ასევე ჩეკის სურათებიც გამოაქვეყნა, იმის დასტურად, რომ მას ბიჭი ფულსაც აძლევდა.



სოც. ქსელის ბევრი მომხმარებელი იმან გააკვირვა, თუ როგორი ერთობა გამოიჩინეს ბიჭის გამოსააშკარავებლად.


" რამდენი სერია უნდა გქონდეს ნანახი "კანონი და წესრიგის", რომ შენც მოახერხო ჟურნალის თარიღით ღალატის ამოცნობა?"- გაოცებული წერდა @KushOganja.


"პოლიციას ურჩევნია გაუხსნელი საქმეები ტვიტერზე დაწეროს"- თვლის @StaceyHarkey


" ქალებს ეშმაკზე უარესად შეუძლიათ დეტექტივი იყოს, როცა რამის გარკვევა უნდა "- წერს @marissaadelina5.


ზოგიერთმა გოგოს სიტყვები არ დაიჯერეს, რომელიც სურათზეა გამოსახული. " ახლა უკვე გასაგებია, რატომ დაფარა ბიჭის სახე სმაილით"- წერს @_ItssMishon.


"თუ შენი შეყვარებულის სახეს სურათზე მალავ, მაშინ ისიც გეცოდინება, რომ ის მხოლოდ შენ არ გეკუთნის"- დარწმუნებულია @_NiyahWilliams





ასევე ნახეთ

გოგონას ისტორია, რომელიც 7 წელი მძევლობაში იყო


ამერიკაში ფეხსაცმელები 437, 5 ათას დოლარად გაიყიდა


ქალი ქმარს სამ ქალთან იყოფს და ამით ამაყობს


ქორწინება არასდროსაა გვიან. 96 წლის მამაკაცი 93 წლის შეყვარებულზე დაქორწინდა


ინტიმური ფოტოების გაცვლა გასართობ თამაშში გადაიზარდა

0
1556
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
1556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0