ქალი "აი, ასეთი ახალგაზრდა ვარ!" 5 ნიშანი იმისა, რომ სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაკეთდა 2019, 9 აგვისტო, 19:05 თუკი ქალს სურს, რომ მუდამ ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და ამისთვის, ის პერიოდულად პლასტიკურ ქირურგს სტუმრობს - ეს სავსებით ნორმალურია. მაგრამ, თუ ქალი ამის შემდეგ, ყველას უმტკიცებს, რომ მას პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს და საკუთარი გარეგნობის გასაოცარ ტრანსფორმაციას მხოლოდ, კიტრის სასწაულმოქმედ ნიღაბსა და სხვა ბუნებრივ საშუალებებს მიაწერს - ეს, მინიმუმ სასაცილოა. თუკი გსურთ, რომ გაიგოთ გაიკეთა თუ არა თქვენმა ახლობელმა ან ნაცნობმა პლასტიკური ოპერაცია, ყურადღებით დააკვირდით მის სახეზე ამ რამდენიმე სახასიათო ნიშანს.1. ყურადღება მიაქციეთ კანს, ყურებთან ახლოს. სახის კანის დაჭიმვის შემთხვევაში, ყურთან ახლოს ყოველთვის ნაიარევი რჩება.2. მაღალი, გადატკეცილი შუბლი იმის უტყუარი ნიშანია, რომ პლასტიკური ოპერაცია გაკეთდა. შრამს, თქვენ ვერ დაინახავთ, ვინაიდან სპეციალისტები მას, საგანგებოდ თმის ქვეშ ტოვებენ. თუმცა, ამ პროცედურის შემდეგ ადამიანის ცნობა საკმაოდ რთულდება.3. "გაყინვა" - როგორც მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით კანში ბოტოქსის ინექციის შეყვანა კუნთების დროებით დამბლას იწვევს, რის შედეგადაც სახეზე ბუნებრივი მიმიკა ირღვევა.4. 50 წელს გადაცილებულ, ყველა ქალბატონს, თუკი ყელისა და ნიკაპის ქვეშ კანი მოდუნებული არ აქვს, იცოდეთ რომ მას პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ასაკის ქალების, ერთ -ერთ, ყველაზე პრობლემურ ზონას, სწორედ ეს კონკრეტული ადგილები წარმოადგენს.5. ბოტოქსის გადაჭარბებული მოხმარების კიდევ ერთ სავალალო შედეგს - წარბების ქვეშ "ბოროტი" მზერა წარმოადგენს.438 შეფასება არ არის |