x
image
მაია 24
მეტეორების წვიმა, რომელსაც სურვილების ჩასაფიქრებლად, მთელი წელი ელოდებიან - მისი "პიკი" 12 აგვისტოსაა
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ასტრონომიული მოვლენის შესახებ წერს, რომელიც 11-13 აგვისტოს ყველაზე აქტიურ ფაზაში შევა. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დღეებთან დაკავშირებით:


"მეტეორების ნაკადი, რომელიც პერსეიდების სახელწოდებითაა ცნობილი აქტიურია ხოლმე 17 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა ყველაზე ინტენსიური 11-13 აგვისტოს არის ხოლმე. ეს გახლავთ უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც ატმოსფეროში შემოჭრისას იწვიან და კაშკაშად ანათებენ.


პირველად ისინი ერთ-ერთ ძველ ჩინურ ტექსტშია ნახსენები, რომელიც ჩვ. წ-აღ-ით 36 წლით თარიღდება.



მათი თვალის მოკვრისას ადამიანები ცდილობენ მოასწრონ სურვილის ჩაფიქრება, ვიდრე ეს მანათობელი წერტილი ჩაქრებოდეს... და მერე? მართლა ხდებიან სურვილები? ვინ იცის...", - წერს ასტროლოგი.


image


პერსეიდები - მეტეორთა ნაკადი, ყოველწლიურად ჩნდება აგვისტოში, პერსევსის თანავარსკვლავედიდან. წარმოიშვება დედამიწის კომეტა სვიფტ-ტატლის ორბიტის კვეთის დროს. მიკროსკოპიული ნაწილაკები იწვიან ატმოსფეროში და წარმოშობენ ვარსკვლავთა წვიმას. იწყებს დიდი ინტენსივობით, დროთა განმავლობაში - იკლებს.

ნაკადი ავლენს აქტივობას 17 - 24 აგვისტოს, ხოლო მაქსიმუმი 12 აგვისტოს. მეტეორთა რიცხვი აღწევს 60 საათში (წყარო: wikipedia)


imageimageimageimageimageimage


ასევე დაგინტერესებთ:


აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ფინანსებსა და სიყვარულში


როდიდან გაუმჯობესდება საქართველოს მომავალი, მისი ასტროლოგიური რუკის მიხედვით - ასტროლოგი მძიმე კოსმიური პერიოდის შესახებ


"ამ პერიოდში შესაძლოა წარსულში მიტოვებული ადამიანები გამოჩნდნენ" - როგორი იქნება მომდევნო 5 თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის


აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - როგორი პერიოდი ექნება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
267
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0