არქიტექტურა ვინ აღმოაჩინა და რომელი წლებით თარიღდება უძველესი ქართული წარწერები პალესტინაში 2019, 9 აგვისტო, 10:24 პალესტინაში, იუდას უდაბნოში იტალიელმა არქეოლოგმა უძველესი ქართული ასომთავრული წარწერები აღმოაჩინა. იტალიელი არქეოლოგი ვიჯინიო კორბო გახლავთ, მისი აღმოჩენა კი 1952 წლით თარიღდება. აღნიშნული წარწერები უძველესია დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის. შესრულებულია მოზაიკით (სეფი) იატაკზე ასომთავრულით. წარწერა სამია, ამათგან 2 მოღწეულია დაუზიანებლად მხოლოდ ერთი ამჟამად დაკარგულად ითვლება. 2 წარწერა თარიღდება 430 წლით ხოლო მესამე 532 წლით. პირველი 2 წარწერა ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის წარწერას. ... / ბოლნისის სიონს სამი წარწერა აქვს შემონახული და ქართული დამწერლობისა და ენის უძველეს ნიმუშთად ითვლება, პალესტინის ქართული წარწერების შემდეგ./
379 შეფასება არ არის
|