საქართველო ,,აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 8 აგვისტო 2019, 8 აგვისტო, 23:29 ![]() 2008 წლის 8 აგვისტომდე ვითარება მეტად დაძაბული იყო ცხინვალის რეგიონში. თვის დასაწყისიდან გახშირდა სეპარატისტების მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევები. ( 1-7 აგვისტოს მოვლენათა ქრონოგია) 7 აგვისტოს, დღის ბოლოს, ქართულმა მხარემ ცხინვალისაკენ აიღო გეზი, ამავდროულად როკის გვირაბიდან რუსული არმია შემოდის. 8 აგვისტოს, გამთენიისათვის ქართველი სამხედროები იკავებენ ცხინვალის რაიონის რამდენიმე სოფელს. 8 საათისათვის რუსეთის არმიის პირველი ნაწილი ცხინვალის მისადგომებთანაა, დაახლოებით 9:30 საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსუყლი სამხედრო თვითმფრინავები შემოდის და რამდენიმე ბომბს აგდებს ფოთსა და სოფელ შავშვებთან. 10:30 საათზე იბომბება სოფელი ვარიანი. ნახევარი საათის შემდეგ იწყება ქალაქ გორის დაბომბვა. 11:40 საათზე მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით სარეზერვო ჯარების მობილიზაცია გამოცხადდა. 13:00 საათისათვის ქართველი სამხედროები ქალაქ ცხინვალში იმყოფებიან. 15:00 საათზე რუსული თვითმფრინავები ბომბავენ ვაზიანის სამხედრო ბაზას. 16:30, 17:00 და 17:35 საათზე იბომბება მარნეულის სამხედრო ბაზა, არის მსხვერპლი. 18:45 საათზე რუსული არმია ინტენსიურ ცეცხლს უხსნის ქართულ არმიას ქალაქ ცხინვალსა და სოფლებში. 20:30 საათზე ქართველი სამხედროები იძულებულნი შეიქმნენ დაეტოვებინათ ქალაქი ცხინვალი და იქ რუსული ტანკები შევიდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 8 აგვისტოს რუსულმა თვითმფრინავებმა 22-ჯერ დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე. ასევე იხილეთ: აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 1-7 აგვისტო
73 1-ს მოსწონს
|