სხვა 10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ 2019, 8 აგვისტო, 19:52
ყველას ბევრი გვიფიქრია იმაზე, თუ რა საჩუქარი შეიძლება გაუხარდეს ჩვენს საყვარელ ადამიანს, მაგრამ ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა, რამდენად იქნება ესა თუ ის საჩუქარი მათთვის წარმატების მომტანი. ეზოთერიკები გვთავაზობენ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელნი არიან და ეს ნეგატივი სწორედ ჩუქების პროცესში აქტიურდება. ასე რომ, სანამ საყვარელ ადამიანს საჩუქარს შეურჩევდეთ, ამ სიას გადახედეთ:
- დანა, მაკრატელი და სხვა ბასრი ნივთი. ასეთ ნივთებში ძალიან ცუდი ენერგია ბუდობს და მათ წარუმატებლობა მოაქვთ იმ სახლის ყველა ბინადრისთვის, რომელშიც ასეთი საჩუქარი შედის.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819452387275.jpg)
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819453587275.jpg)
- საათი. ჩინეთში, მაგალითად სჯერათ, რომ ნაჩუქარი საათი ადამიანის სიკვდილის ათვლას იწყებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციის შექმნა იმ ადამიანთან, ვისაც ვჩუქნით.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819455087275.jpg)
- ჭურჭელი. მიიჩნევა, რომ ცარიელი ჭურჭლის ჩუქება საფრთხეს უქმნის მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ თუ მასში რაიმეს ჩავდებთ, მაგალითად, ფულის მონეტას, პირიქით იღბალს მოიზიდავს.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819462087275.jpg)
- საფულე. საფულის არც გაჩუქებას და არც საჩუქრად მიღებას არ გირჩევთ. ამან შესაძლოა ფინანსურ საკითხებში წარუმატებლობა მოგიტანოთ. განსაკუთრებით თუ საფულე ცარიელია.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819463187275.jpg)
- ცხვირსახოცი. კიდევ კარგი, რომ ცხვირსახოცის ჩუქება მოდიდან გადავიდა. ყველა ნივთი, რომელიც თქვენთან "მოდის", თითქოს გამოყენებას ითხოვს. ცხვირსახოციც "იზრუნებს" იმაზე, რომ ცრემლების მოსაწმენდი მიზეზი მოგცეთ.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819471587275.png)
- მარგალიტი. ძველი ლეგენდების თანახმად, მარგალიტი ქვრივისა და ობლის ცრემლების სიმბოლოა, შესაბამისად, ავადმყოფობა, ცრემლი და დანაკარგი მოაქვს.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819485287275.jpg)
- სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა - ყველაფერი, რაც ავადმყოფობასთან არის კავშირში. ასეთი რამეები ადამიანს მუდმივად დაავადებებს გაახსენებენ და შეიძლება დაავადების პროვოცირებასაც შეუწყონ ხელი.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819474187275.jpg)
- ფული. ასეთი საჩუქრის ვინმესთვის გაკეთება ისევ თქვენზე იმოქმედებს უარყოფითად. ფულს შესაძლოა თქვენი ფინანსური იღბალიც გადააყოლოთ.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819481887275.jpg)
- სარკე. ეს საგანი ყოველთვის მისტიურად მიიჩნეოდა და უარყოფით ენერგეტიკას პირდაპირ ისრუტავს, რომელიც თან გადააქვს ყოველ ახალ სამყოფელში. ამიტომ არც საყვარელი ადამიანისთვის გირჩევთ ანტიკვარი სარკის შეძენას და არც თქვენ გირჩევთ ვინმეს მიერ შემოთავაზებული ასეთი საჩუქრის მიღებას.
![10 საჩუქარი, რომლის ჩუქებასაც
უბედურება მოაქვს - ამ სიას გადახედეთ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080819482987275.jpg)
ასევე დაგაინტერესებთ:
ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24
სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
|