კინო 5 ყველაზე საშინელებათა ფილმი, რომელიც წყნარად დაძინების საშუალებას არ მოგცემთ 2019, 8 აგვისტო, 15:59 2.საფლავის მაძიებლები ეს არის საშინელებათა ფილმი, რომელიც ფსევდო დოკუმენტურ ჟანრშია გადაღებული, რომელიც ერთი ორად ზრდის მის რეალობის შეგრძნებას, სიუჟეტში შოუს საფლავის მაძიებლების გუნდი გადაწყვეტს ერთი ღამე გაატაროს მიტოვებულ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ლეგენდის თანახმად მოჩვენებები ბინადრობენ. მას შემდეგ რაც კლინიკაში იკეტებიან უწევთ უამრავი სირთულის გადალახვა. 3. პარანორმალური მოვლენა. ესეც ასევე დოკუმენტურ ჟანრშია გადაღებული. მთავარი გმირები მიკი და ქეითი გადავლენ ქალაქგარეთ ორსართულიან სახლში, და ორი კვირის განმავლობაში ესმით უცნაური ხმები. ქეითიმ ჩათვალა, რომ ეს მოჩვენებაა, რომელიც მას თან დასდევს. იმისთვის, რომ ყველაფერში გაერკვნენ, მიკი ყიდულობს ვიდეოკამერებს. ამის შემდგომ იწყება პარანორმალური მოვლენები. 4. სარკე ვფიქრობ ეს ერთერთი ყველაზე შემზარავი ფილმია. რომელსაც შეუძლია წარმოდგენა შეგიცვალოთ ერთი შეხედვით უწყინარ სარკეზე, სიუჟეტი მოგვითხრობს პოლიციელზე, რომელიც თანამშრომლის სიკვდილმა გაალოთა და ოჯახიც დაენგრა. რის შემდეგაც თავის დასთან გადავიდა საცხოვრებლად, დროებით დაცვაში უწევს მუშაობა, იქ კი სარკეში ძალიან საშიშ მოვლენებს ხედავდა. 5. წყევლა ფილმი რეალურ მოვლენებზეა გადაღებული, ფილმი მოგვითხრობს ერთ ერთ ოჯახზე, ისინი ამბობენ, რომ ფერმაში ბნელი ძალა ბუდობს და როდესაც მათ დაიწყეს დემონების საწინააღმდეგო რიტუალების ჩატარება, ისინი აწყდებიან ერთ ერთ ყველაზე ძლევამოსილ დემონს.
92 შეფასება არ არის
|