x
image
Teklamaisuraze
5 ფილმი, რომელიც საქართველოს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს
საქართველო ყოველთვის აღიარებული იყო კინემატოგრაფიის ისტორიაში. ბოლო წლებში მრავალი ქართული ფილმი გახდა მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელი. ამავდროულად უფრო მეტი და მეტი ქართველი მსახიობი მონაწილეობს საერთაშორისო ფილმებში.

image

ქართული კინომატოგრაფია ასახავს საქართველოს ისტორიის ცუდ და კარგ მხარეებს . ეს 5 ფილმი ამბობს რომ კავკასიაში არის პატარა ქვეყანა, ევრობისა და აზიის გასაყარზე.

1.მზიანი ნათელი დღეები .(2013)


image

ეს არის ფილმი, პერიოდზე, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქვეყანა დამოუკიდებელია, მაგრამ არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ფილმი არის ორ პატარა გოგონაზე, რომელიც ხვდება დიდ წინააღმდეგობებს და პრობლემებს ცხოვრებაში.

ნათლად გამოიხატება საზოგადოებაში გულცივობის, პატარძლის გატაცების, დანაშაულის მაღალი მაჩვენებლის სიხშირე, და ის რომ თითქოს ასეც უნდა იყოს.

2.აგვისტოს 5 დღე. (2011)

image

ეს მძიმე დრამა, რა მოხდა აგვისტოს, რუსეთ საქართველოს ომში. მოთხრობილია ამერიკელ ჟურნალისტზე და მის ოპერატორზე, როგორ მოკლეს.

3.მონანიება (1984)

image

ეს ფილმი არის საქართველოს პატარა ქალაქის მერზე, ვარლამ არავიძის სინდისზე . როგორ ჩადიოდა დანაშაულებებს და როგორ აწუხებდნენ მიცვალებულთა სულები.

ეს ფილმი არის საბჭოთა წინააღმდეგ, რომელიც კარგა ხანს აკრძალული იყო, თუმცა საიდუმლოდ უყურებდნენ საბჭოთა პოლიტიკოსები და რა თქმა უნდა სულის შემძვრელი სანახაობა იყო მათთვის.

ეს არის ფილმი რომელსაც ბევრი პრიზი აქვს აღებული .

4.ცისფერი მთები ანუ ტიანშანი. (1943)

image

ელდარ შენგელაიას ფილმი. პოლიტიკური სატირა. ავტორი ცდილობს გამოაქვეყნოს თავისი ნაშრომები მაგრამ ყოველ ჯერზე უარყოფილია. ფილმი საბჭოთა საქართველოს ირონიულ ხასიათს ატარებს. ბოლოს შენობა ჩამოინგრევა და თანამშრომლებს გაქცევა მოუწევთ. რაც საბჭოთა კავშირის ჩამოშლაზე მიუთითებდა.

5.ფიროსმანი . ( 1969)

image

ფილმი დიდ მხატვარზე და მის უკიდურესად გაჭირვებულ ცხოვრებაზე, ნიკო ფიროსმანზეა. ის მისიგადაღება გარდაცვალების 100 წლის თავს მიეძღვნა.

“დიდებული საუკუნე“ ფილმი, რომელიც ისტორიაზე დაყრდნობით არის გადაღებული

image

5
246
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
246
  
2019, 29 მარტი, 9:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 12 მარტი, 17:47
ხო მასე კი მართალი ხარ
თეკლა, მეც მივხვდი, რომ მხოლოდ თქვენი აზრს არ აფიქსირებდით, თუმცა მოგიბოდიშეთ კიდეც.
ხოლო საზოგადოება, საზღვრის გარეთ თუ შიგნით, ზოგადად, მწარედ სცდება ხშირად... "აგვისტოს 5 დღეს" პირადად მე, ჩვენი კინემატოგრაფიის ნაწარმად არ მივიჩნევ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარის მიერაა დაფინანსებული. ისე კი საქართველოზეა და ცოტა "განათლებული" დასავლეთელი მაყურებელი გაიგებს, რომ რუსეთის დამყრობლურ პოლიტიკაზეა საუბარი, მაგრამ თუ მართლაც საქართველოთია დაინტერესებული ვინმე, მე ამ ხუთეულს მინუს პირველი 2, "ფიროსმანი" და სამაგიეროდ პლუს "ჯარისკაცის მამას, "ადამიანთა სევდასა" და "შერეკილებს" ვურჩევდი - მირჩევია კიდეც:) ისე კი, ვის მღვდელიო და ვის მისი ცოლი მოსწონსო, არა? :)
2019, 12 მარტი, 9:10
ეს ის ფოლმების ხუთეულია რასაც საზღვრის გარეთ განიხილავს საზოგადოება
ამ ხუთეულს მე არ ვეთანხმები - 1 და 2 საერთოდ რა მოსატანია, მართლა არ მესმის(მობოდიშებით ავტორთან).
ხუთეულში, როგორც ასეთი თუ "ქართულ" ფილმებზეა საუბარი, მე აუცილებლად შევიყვანდი "ადამიანთა სევდას", "შერეკილებსა" და რაღა თქმა უნდა - "ჯარისკაცის მამას". ამათში რომ ქართველი კაცი "ჩანს" ეგზომ გამორჩეულად, ისე არცერთ ფილმში.
0 1 5