x
image
მაია 24
მინდა ვიცოდე, გაბედავ თუ არა, დატოვო სულელის შთაბეჭდილება - მოსაწვევი მოწინავე სულებს
image


არ მაინტერესებს, რაში გიხდიან ხელფასს. მინდა ვიცოდე, რას ელტვი და ბედავ თუ არა საკუთარ გულისთქმასთან შეხვედრაზე ოცნებას.


არ მაინტერესებს რამდენი წლის ხარ. მინდა ვიცოდე, გაბედავ თუ არა, რომ სულელის შთაბეჭდილება დატოვო სიყვარულისთვის, შენი ოცნებებისთვის, ცოცხლად ყოფნის თავგადასავლისთვის.


არ მაინტერესებს რომელი პლანეტები აკვადრატებენ შენს მთვარეს. მინდა ვიცოდე, შეეხე თუ არა საკუთარი მწუხარების ცენტრს, გაგხსნა თუ არა ცხოვრებისეულმა დარტყმებმა, ან ჩაგკეტა თუ არა ტკივილის შიშმა.



მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა უძლებდე ტკივილს, ჩემს თუ შენ საკუთარს, მისი დამალვის გარეშე, შემცირების, რაღაცის გამოსწორების მცდელობის გარეშე.
მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა გრძნობდე სიხარულს, ჩემსას თუ შენ საკუთარს; შეგიძლია თუ არა ველურად როკვა, თხემიდან ტერფამდე ექსტაზით ავსება, ისე, რომ არ გვახსენებდე ადამიანად ყოფნის დასაზღვრულობებს, არ გვარიგებდე ვიყოთ ფრთხილად და რეალისტურად ვუყუროთ ყველაფერს.


არ მაინტერესებს, მართალია თუ არა ამბავი, რომელსაც ყვები. მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა იმედი გაუცრუო სხვას იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მართალი დარჩე. შეგიძლია თუ არა აიტანო დადანაშაულება და ღალატი ისე, რომ არ უღალატო საკუთარ სულს. შეგიძლია თუ არა, ღალატობდე და მაინც იმსახურებდე ნდობას.


მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა ხედავდე მშვენიერებას მაშინაც კი, თუ ის ყოველდღე მშვენიერი არ არის და შეგიძლია თუ არა ავსებდე საკუთარ ცხოვრებას უბრალოდ მისი არსებობით.


მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა იცხოვრო კრახით, შენით თუ ჩემით, და მაინც იდგე ტბის პირას და შეჰყვიროდე სავსე მთვარის სივერცხლისფრეს - "დიახ!".


არ მაინტერესებს, იმის გაგება, თუ სად ცხოვრობ, ან რამდენი ფული გაქვს. მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა ადგე მწუხარებისა და სასოწარკვეთილების ღამის შემდეგ დაქანცული, ძვლებამდე დაჟეჟილი და გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია ბავშვების გამოსაკვებად.


მინდა ვიცოდე, შეგიძლია თუ არა დარჩე მარტო საკუთარ თავთან და მართლა მოგეწონოს საკუთარი თავი, როგორც კომპანიონი ამ სიცარიელით სავსე მომენტებში.


image


არ მაინტერესებს, რა, სად და ვისთან ერთად ისწავლე. მინდა ვიცოდე, რა დარჩება შენგან შიგნიდან, როცა ყველაფერი გარედან მიწებებული ჩამოიშლება.


არ მაინტერესებს, ვისი ნაცნობი ხარ და როგორ მოაღწიე აქამდე. მინდა ვიცოდე იდგები თუ არა შუა ცეცხლში ჩემთან ერთად და უკან არ დაიხევ.


წყარო: Oriah Mountain Dreamer


ასევე დაგანტერესებთ:


თუ ლოცულობ და ეშმაკი გეწვია, ეშმაკიც აიძულე, ილოცოს - გურჯიევის რჩევები ქალიშვილს


24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"


8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!


რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24




სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
198
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0