საბუნებისმეტყველო იცოდით რომ... 2019, 7 აგვისტო, 15:14 სად ცხოვრობენ ბაჭიები?კურდღლის ნაშიერები, ბაჭიები მყუდრო თავშესაფარში - სოროებში ცხოვრობენ. კკრდღლების მიერ მიწის ქვეშ მოწყობილი თავშესაფარი ჩალით, თივითა და ბეწვითაა ამოფენილი და ბაჭიები იქ თბილად არიან.როდიდან იწყებენ კვიცები დედის გვერდით სირბილს?კვიცები დედის გვერდით იმიტომ დარბიან, რომ ასე თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ისინი დაბადებიდან მალევე ახერხებენ სიარულს. კვიცებისთვის ველურ ბუნებაში სწრაფად მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათზე მონადირე ცხოველებს გაექცნენ.თეთრი დათვის ბელებითეთრი ანუ პოლარული დათვები არქტიკაში ცხოვრობენ, სადაც მუდამ ძალიან ცივა. დედა დათვი თოვლქვეშ ბუნაგს თხრის და ბელებს იქ ბადებს. ისინი ბუნაგში სამი თვის ასაკამდე რჩებიან, სადაც უჩვეულო სითბო და სიმყუდროვეა.იცოდით რომ, ლურჯ ვეშაპებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაშიერები ჰყავთ. ახალდაბადებულების სიგრძე დაახლოებით 8 მ- ია. რაც თითქმის ორი ავტომობილის სიგრძეს უტოლდება. რატომ დაატარებენ მორიელები ნაშიერებს ზურგით?ორიელის ნაშიერები გამოჩეკისთანავე დედის ზურგზე აცოცდებიან და მანამ რჩებიან იქ, სანამ არ გაიზრდებიან, მოღონიერდებიან და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებენ. დედას მათი ტარება, როგორც წესი, პირველი ორი კვირის განმავლობაში უწევს.როდის შეუძლიათ ციყვებს ფუღუროს დატოვება?ციყვები პაწაწინები და უმწეონი იბადებიან და ძალიან თხელი ბეწვი აქვთ. ისინი ხის ფუფუროში დაახლოებით 7 - 10 კვირის განმავლობაში რჩებიან, იკვებებიან და იზრდებიან. მეათე კვირისთვის კი ზრდას თითქმის ამთავრებენ და დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ. ნუთუ ზარმაცა თავდაყირა დაკიდებული მშობიარობს?ეს სიმართლეა! ზარმაცა ნაშიერს ხის ტოტზე თავდაყირა დაკიდებული ბადებს. ნაშიერი პირველი ცხრა თვის განმავლობაში დედასთან რჩება და მის ბეწვს ბრჭყალებით ეკიდება.ტოვებენ თუ არა სპლიყვები ჯოგს?ჯოგს, რომელიც მონათესავე სპილოებისგან შედგება მხოლოდ მამლები ტოვებენ. პატარა სპილოები, ანუ სპლიყვები დედასთან მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან. ზრდასრული მამალი სპილოები ჯოგს გამოეყოფიან და მარტო ან სხვა მამლებთან ერთად ცხოვრობენ. დედლები ჯოგში რჩებიან.198 შეფასება არ არის
|