x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მამაკაცის 8 სუნამო, რომელიც ნებისმიერ ქალს აღაფრთოვანებს
image


დღეს მამაკაცის სუნამო უამრავი სხვადასხვა მწარმოებლის მიერ არის წარმოდგენილი. არჩევანი ფართოა, რომელიც ლავირებს საღამოს რომანტიულსა და დღის აქტიურ არომატებს შორის. არჩევაში ყველაზე მეტად მამაკაცის სუნამოების რეიტინგი დაგეხმარებათ, რომელიც შედგენილია თავად მომხმარებელთა შეფასებებზე დაყრდნობით.




რომელი ფირმის მამაკაცის სუნამო უნდა შევარჩიოთ


Boss

image

გერმანული მწარმოებელი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის პროდუქციით. უშვებს არომატების ფართო სპექტრს ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევისთვის ისეთი მამაკაცისთვის, რომელსაც ლიდერის თვისებები გააჩნია და აქტიურ ცხოვრებას ეწევა.




Christian Dior

image

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ბრენდია. ბუნებისა და საოცარი ყვავილებით სავსე სურნელოვანი ბაღებისადმი სიყვარული ამ მწარმოებლისთვის ახალი არომატის შექმნის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.



Hermès


image

სუსტი სქესისი წარმომადგენლებს შორის ამ ფრანგული ბრენდის მამაკაცის სუნამოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჰაერისა და წყლის სტიქიების შერწყმა საფუძვლად უდევს მწარმოებლის კონცეფციას, ამიტომ მამაკაცი, რომელიც ამ ფირმის სუნამოს იყენებს, არაპროგნოზირებადი და იდუმალებით მოცულია.




Dolce & Gabbana

image

იტალიური ბრენდი წარმოადგენს წარმატებული მამაკაცის კონცეფციას, რომელიც არანაირ პირობებს ეგუება, თავის გზაზე ყველანაირ დაბრკოლებას ანადგურებს მიზნის მისაღწევად. აგრესიულობა და სექსუალურობა – ამ ფირმის სუნამოების შესანიშნავი მახასიათებელია.


მამაკაცის საუკეთესო სუნამოების რეიტინგი


აღნიშნულ რეიტინგში, რომელიც ეფუძნება მომხმარებელთა შეფასებებს, გათვალისწინებული იქნა:


  • არომატის მდგრადობა
  • სუნამოს უნივერსალურობა დღის ნებისმიერი დროისთვის
  • პარფიუმის შემადგენლობა
  • ფლაკონის დიზაინი
  • ფასი
  • მომხმარებელთა პრეტენზიები

მამაკაცის სუნამოს საღამოს საუკეთესო არომატი


საღამოს არომატი იმ მამაკაცებისთვისაა მეტად აქტუალური, რომლებიც გვიან ღამით საინტერესო, სავსე ცხოვრებას ეწევიან.


მამაკაცის ყველაზე პოპულარული საღამოს სუნამოა - Hugo Boss bottled Oud

image სანდალის ხის, დარიჩინისა და ვაშლის ღრმა, უჩვეულო ტანდემი არავის დატოვებს გულგრილს. პარფიუმი აღმოსავლური, ხის ნოტებით, რომელიც 2015 წელს გამოუშვეს, ევროპელებისთვის უჩვეულოა. მწარმოებლები შეეცადნენ, რომ შეემსუბუქებინათ ციტრუსის ინგრედიენტით. მამაკაცი, რომელიც ამ არომატს ირჩევს, თავდაჯერებულია, უყვარს ფუფუნება, დიდი ქალაქების თანამედროვე ცხოვრებაში მშვენივრად არის გათვითცნობიერებული.



დადებითი მხარე:

  • მდგრადობა – საშუალო, რაც საღამოს სუნამოსთვის უფრო პლიუსია, ვიდრე მინუსი. სურნელის ნოტები ერთმანეთის მიყოლებით იხსნება რამდენიმე საათის მანძილზე და ძილის წინ ასრულებს კომპოზიციას.
  • ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია, ღირს დაახლოებით 60 $
  • ძალიან კარგი სასაჩუქრე ვარიანტია. ფლაკონის დიზაინი მკაცრი და უბრალოა, ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეშვენის.

უარყოფითი მხარე:

  • ზოგიერთი ნოტი ვერ ასწრებს გაქრობას, როდესაც სხვა ჩნდება.
  • საკმაოდ მძაფრი სურნელია, რომლის ატანა პატარა, დახურულ სივრცეში რთულია.

სუნამო Hugo Boss bottled Oud უმჯობესია გამოიყენოთ რომანტიული შეხვედრისას ან თბილ საღამოს ბუნებაში გასეირნების დროს.


დახვეწილი სუნამო დახვეწილი პიროვნებისთვის


image

კიდევ ერთი საყვარელი არომატი საღამოსთვის – Cristian Dior Fahrenheit – პარფიუმერული ხელოვნების მწვერვალი. წინააღმდეგობრივი, შეუთავსებელი, მსუბუქი და ამავდროულად მგზნებარე, ცხელი, როგორც ვულკანი – ასეთია ამ ლეგენდის მფლობელი პარფიუმერულ სამყაროში. მძაფრი ტონები ერწყმის მსუბუქ ნოტებს. დიდებული შროშანი და ჟასმინი მიხაკთან, იასა და მუსკატის კაკალთან ერთად გაჟღენთილია სანდალოზის სითბოთი და კედრის, პაჩულის, ვეტივერის ვნებით.




დადებითი მხარე:

  • ღრმა, მდგრადი არომატი.
  • მისაღები ფასი – 60$-მდე.
  • დახვეწილი ფლაკონი გარდამავალი ფერებით წითლისკენ ზედა მიმართულებით.

უარყოფითი მხარე:

  • ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს მის ბლანტ კონსისტენციას, რაც მანც და მაინც არ მოსწონთ

ამგვარად, შეფასებები Cristian Dior Fahrenheit–ზე უფრო დადებითია, განსაკუთრებით იმ ქალბატონებისგან, რომელთაც მამაკაცური არაპროგნოზირებადობა იზიდავთ არომატებშიც კი.


ინტელიგენტურობა ყველაფერში

image


სუნამო Terre d’Hermes – ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ფეხზე მყარად მდგომი მამაკაცის არჩევანი, რომლისთვისაც არც რომანტიკა და ოცნება არ არის უცხო. მიზანსწრაფულობის მიუხედავად, დახვეწილი სულის პატრონია. ეს არომატი ინტელიგენტი მამაკაცისთვისაა, რომელშიც ყველაფერი ურთიერთ ჰარმონიაშია. ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის შემდეგი არომატების წყალობით: გრეიფრუტი და ფორთოხალი, შავი და ვარდისფერი წიწაკა, გერანიუმი და პაჩული, ვეტივერი და კედარი. ხმელთაშუაზღვისპირული კოლორიტი სუნამო რესპექტაბელური ადამიანისთვისაა, რომელიც მუდმივად მარადიული ფასეულობების ძიებაშია.



დადებითი მხარე:

  • ძლიერ ასოცირდება იმ ადამიანთან, რომელიც ატარებს ამ სუნამოს, რისი წყალობითაც მამაკაცი ათასიდან შეიძლება გამოვარჩიოთ.
  • ძალიან მდგრადი.
  • მისაღები ფასი – 60$ -მდე.

უარყოფითი მხარე:

  • შემოდგომა-ზამთრის არომატი.
  • ვისაც არ უყვარს ხის ნოტები, სჯობს უარი თქვას მის შეძენაზე.

მომხმრებელთა შეფასებებს თუ დავეყრდნობით, ჩანს რომ აღნიშნული სუნამო პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ძლიერი სქესის წარმომადგენლებში, არამედ – ქალბატონებში, რამდენადაც წარმოადგენს ხელმისაწვდომ კლასიკურ არომატს.


კლასიკური არისტოკრატიზმი


image


The one for men Dolce & Gabbana – მომხიბვლელი და მიზანსწრაფული ადამიანის სუნამოა. მამაკაცი ასეთი არომატით ვერ იტანს პირობებს, მისთვის არ არსებობს წინააღმდეგობები არც ბიზნესში და არც ქალთა გულების დაპყრობაში. კლასიკური ელეგანტურობა და მგრძნობიარობა, ემანსიპაცია და ფუფუნებისადმი სიყვარული იხსნება ჯანჯაფილის, ფორთოხლის და კარდამონის ნოტებით; ამასთან, გააჩნია ქარვის, თამბაქოს და კედრის დამატებითი ნოტები.


დადებითი მხარე:

  • მამაკაცი ამ სურნელით ყოველთვის იზიდავს ქალბატონების ყურადღებას.
  • სექსუალური და სოლიდურია.
  • არომატი არ გწყინდება ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენების შემთხვევაშიც.

უარყოფითი მხარე:

  • ფასი დაახლოებით 75$.
  • სურნელი არ არის ძალიან მდგრადი, განსაკუთრებით ზაფხუშსი.
  • ზოგიერთ მომხმარებელს მიაჩნია რომ ზედმეტად ტკბილია.


მთლიანობაში, The one for men от Dolce & Gabbana გააჩნია გაცილებით მეტი დადებითი გამოხმაურება, რაც მას სამართლიანად აძლევს საშუალებას ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე იყოს რეიტინგში



მამაკაცის დღის საუკეთესო სუნამოები


დღის არომატები შეუცვლელია საუშაო დღის მანძილზე. დაძაბული რიტმის პროცესში აუცილებელია საკუთარი ძალებისადმი რწმენა.


ყინული და ცეცხლის ალი ერთ ფლაკონში - Hugo Boss intense


image


თბილი, ტკბილი, სასიამოვნო არომატი იგრძნობა დამატებული ვანილის ნოტების წყალობით. ღრმა, გაჯერებული ფორთოხლის ყვავილის მდგრადი არომატით.


დადებითი მხარე:

  • სურნელი კანზე ნარჩუნდება 8 საათის მანძილზე.
  • ფლაკონის უბრალო დიზაინი ღია დაბურულ ტონებში.

image

უარყოფითი მხარე:

  • შესაფერისია უფრო შემოდგომისთვის.
  • სანამ შეიძენთ მისი ტესტირება მოახდინეთ. ყველა ტიპის კანზე არ იხსნება ნოტები ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო.
  • მეტისმეტად მკვეთრი და ძლიერი.
  • არ შეეფერება მათ, ვისაც მოტკბო სურნელი უყვარს.
  • ფასი –70$

შესაბამისად, Hugo Boss intense იწვევს უფრო უარყოფით შეფასებებს ზედმეტად მკვეთრი არომატის გამო, რომელიც ყველასთვის არ არის მისაღები.



გენიალურობა უბრალოებაშია


image

Dior Homme Cologne უკვე საკმაოდ ცნობილი მამაკაცის სუნამოა (2013) და ამასთან, ბევრისთვის საყვარელიც. ბევრი აღნიშნავს მის ხაზგასმულ კორექტულობას. ბერგამოტისა და გრეიფრუტის აკორდები მუშკთან ერთად დახვეწილ კომპოზიციას ქმნის. მამაკაცი ამ არომატით არის მკაცრი, მოკრძალებული და პრაქტიკული; ამასთან, მგრძნობიარე, თუმცა, გაბედული. იდეალური სუნამოა საქმიანი დღისთვის.



დადებითი მხარე:

  • ყველა ნოტის თანამიმდევრული, ჰარმონიული გახსნა.
  • დახვეწილი, მინიმალისტური, გამჭვირვალე ფლაკონი.
  • ელეგანტური არომატი.

უარყოფითი მხარე:

  • ფასი – 80$-მდე.
  • ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ არომატი არ გამოირჩევა დახვეწილობით, მამაკაცის ჩვეულებრივი სუნამოა.

ამგვარად, მამაკაცის სუნამო Dior Homme Cologne უფრო მეტად მოსწონთ მათ, ვინც ოფისშია დაკავებული. გამოხმაურება დადებითია. რაც შეეხება მის უარყოფით მხარეს, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის, ზედმეტად დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის არის თვალსაჩინო.



ზაფხულის შეგრძნება მთელი წლის მანძილზე
image

სუნამოს ახალი ვერსია Terre d’Hermes Eau Tres Fraiche მოეწონებათ მათ, ვისაც მიუხედავად იმისა, რომ იციან მიწაზე მყარად როგორ იდგნენ, ოცნებებზეც არ ამბობენ უარს. მსუბუქი ციტრუსის არომატი იწვევს ზაფხულის, სითბოს ასოციაციებს, უდარდელობის და ცხოვრების ყოველი მომენტით ტკბობის ემოციებს აღძრავს. იგრძნობა სუნამოს გრილი, აკვატიკური ხასიათი ხის ნოტებთან ერთად, რაც ძლიერი სქესის წარმომადგენლებში მამაკაცურობას უსვამს ხაზს.

დადებითი მხარე:

  • არომატი განტვირთვისთვის.
  • იწვევს სიგრილის შეგრძნებას 35 გრადუსიან სიცხეშიც კი.

უარყოფითი მხარე:

  • ფასი მერყეობს 80$ -დან 110 $ -მდე
  • არამდგრადი შლეიფი.
  • სუფთა ზაფხულის არომატი.
  • ზოგიერთი მომხმარებლისთვის არომატი მეტისმეტად მომჟავოა.

ძირითად შეფასებებზე დაყრდნობით, იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ არომატი Terre d’Hermеs Eau Trеs Fraiche შესაფერისია დასვენებისთვის, შვებულებისთვის, რადგან ადამიანს არ განაწყობს სერიოზული მუშაობისთვის.



ახალგაზრდობა, რომელიც მუდამ შენთანაა


image


სუნამოს Light Blue Homme Dolce & Gabbana მიმზიდველი და სუფთა ხასიათი მათთვის არის შესაფერის, ვისაც გაზაფხული-შემოდგომის კომპოზიციები მოსწონს. წვნიანი ციტრონი და მჟავე ბერგამოტი, როზმარინი, პიკანტური ფორთოხალი და რბილი კედრის ხე მამაკაცურ და მშვიდ აკორდს ქმნის. ეს სიყმაწვილის არომატია, რომელიც მაღალი მიზნების რეალიზებისკენ ისწრაფვის და ამავდროულად, რომანტიული და ჩაფიქრებულია. ეს არომატი ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცებისთვისაა.


დადებითი მხარე:

  • ფასი – 40$ – 60$ .
  • არ არის მკვეთრი, შესაბამისად, არ გწყინდებათ.
  • სურნელების მკვეთრი პირამიდა.

უარყოფითი მხარე:

  • მომწარო ელფერი.
  • არამდგრადი.
  • ქალის ვერსიას წააგავს.

მთლიანობაში, დადებითი გამოხმაურება აღნიშნულ სუნამოზე უფრო მეტია, თუმცა, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ იწვევს. მამაკაცის სუნამო განსაზღვრული ასაკის და წელიწადის დროისთვის შესაფერისი.

imageზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგი დასკვნები გავაკეთოთ:

1. საღამოს სუნამოს არჩევის შემთხვევაში, ყველაზე მეტად შესაფერისი ვარიანტია კლასიკური The one for men от Dolce & Gabbana, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლებში აღფრთოვანებას იწვევს.

2. დღის სუნამოს რაც შეეხება, უმჯობესია გაითვალისწინოთ ასაკი. სოლიდური მამაკაცებისთვის შესაფერისია Dior Homme Cologne, ხოლო ახალგაზრდებისთვის კი – Light Blue Homme Dolce &Gabbana.

3. სუნამოს შერჩევისას აუცილებლად დატესტეთ კანზე: ყველაფერი ინდივიდუალურია.


ასევე დაგაინტერესებთ:


ქალის 10 სუნამო, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს აღაფრთოვანებს


როგორ შევინარჩუნოთ სუნამოს არომატი მთელი დღის მანძილზე – 5 სასარგებლო რჩევა


საკვები სოდა კანისა და თმის სილამაზისთვის – საოცარი შედეგი


რა უნდა მივირთვათ ლამაზი სახის კანი რომ გვქონდეს


20 მნიშვნელოვანი რჩევა კოსმეტოლოგისგან თქვენი კანისა და თმის სილამაზისთვის


ქალური სილამაზის 5 ძირითადი კანონი კოსმეტიკის ექსპერტის პაულა ბიგაუნისგან


კოსმეტიკური საშუალება, რომლის არასწორ გამოყენებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია! ბევრი უშვებს ამ შეცდომას



2
2984
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2984
  
2019, 11 აგვისტო, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 აგვისტო, 18:56
დიორი შეუდარებელია. სტატია კი კარგი და შემეცნებითი.
0 1 2