საზოგადოება ამის დაშვება არ შეიძლება! ეს ქვეყანა იხურება! - ნიკა გვარამია 2019, 7 აგვისტო, 12:27 .
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის პროკურატურაში დაბარებას ნიკა გვარამია ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. . „მეგობრებო, ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება, რომლის ადგილი დასავლურ სამყაროში არც არის და ვერც იქნება. ამის დაშვება არ შეიძლება, ეს ყველა ქართველი პატრიოტის ვალია. ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, საით წავიდეთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით, ჩვენს ნაცვლად ვერავინ გადაწყვეტს, ვერც ჩვენი მთავარი მოკავშირე დასავლეთი. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ. ჩვენი გზა დასავლეთია! უზურპატორი უნდა წავიდეს!“, - წერს ნიკა გვარამია. . გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს. წერეთელი უწყების მოთხოვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს. . „პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! . ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ“, - დაწერა წერეთელმა.= 157 შეფასება არ არის
|