x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება
სამუშაოს საღამოს 6 საათზე ამთავრებთ და ღამის 12 საათზე იძინებთ? ამ დროს როგორ ატარებთ? მილიარდერი ჯეკ მა საკუთარ რჩევებს გვიზიარებს.

საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე თქვენი მოქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი თვლის, რომ მათი კარიერა 8 საათიანი დაძაბული მუშაობით განისაზღვრება და ძალისხმევა მხოლოდ ამ დროს უნდა გასწიონ. ხალხი ხშირად ფიქრობს, რომ მათი მომავალი და კარიერული წინსვლა უფროსსა და კომპანიაზეა დამოკიდებული.

რეალობა ისეთია, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის კარიერა მხოლოდ მათზე არის დამოკიდებული.

პროფესიული ზრდა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.


არ შეიძლება სამსახურს დააბრალოთ ის, რომ ცხოვრებაში ვერ პროგრესირებთ. ასევე კომპანიას არ უნდა დააკისროთ პასუხისმგებლობა, რომ თქვენზე არ ზრუნავს.

აი, 5 მარტივი წესი, რომლებიც დაგეხმარებათ შეიცვალოთ უკეთესობისკენ, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ჩინელი და Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მასგან.


image

1. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ატარებთ ყოველ საღამოს

კოლეჯი მარკეტინგის სპეციალობით დავასრულე, მაგრამ დიზაინერად გახდომა მსურდა. ამისთვის დღე და ღამე პრაქტიკას გავდიოდი და დამატებით სამუშაოს ვიღებდი, რომ დიზაინის უნარები გამეუმჯობესებინა. ეს ბევრ დროს მართმევდა.

როცა უფროსი გავხდი, უკვე დიზაინში ჩართული აღარ ვიყავი და კვლავ მარკეტინგის ინდუსტრიაში დავბრუნდი.

ყოველ საღამოს, როცა ჩემი ბავშვები იძინებდნენ, მე სწავლას და ცოდნის მიღებას ვიწყებდი. ეს ბევრ დროს მართმევდა, მაგრამ ნაყოფის მიღება უკვე დავიწყე. მხოლოდ სამუშაო დროს რომ განვითარებულიყავი, კრეატიული დირექტორი და პროდუქტის მენეჯერი ვერასდროს გავხდებოდი. MBA სტუდენტებს ისე ვერ ვასწავლიდი, როგორც ახლა.

“მხოლოდ საკუთარ „გაკვეთილებს“ ვეყრდნობი“.

და ყველაზე წარმატებულმა ადამიანებმა, ვისაც კი ვიცნობ, ჩემნაირი გზა გაიარეს.

მყავს მეგობარი, რომელმაც ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ტექნიკური გაყიდვებით დაინტერესებული იყო. დღისით ტელემარკეტინგის სფეროში მუშაობდა, საღამოს კი კოდირებას სწავლობდა. საბოლოოდ, გაყიდვების სფეროში ვიცე პრეზიდენტი გახდა. ახლა კი ტექნიკური დირექტორია.

კიდევ ერთმა მეგობარმა განათლება პოლიტოლოგიის სფეროში მიიღო, მაგრამ მას მეწარმეობა ძალიან სურდა. კომპანიის შექმნით ძალიან დაინტერესებული იყო. და ბოლოს საკუთარი კომპანია დაარსა და დიდ თანხაზე გაყიდა.

მათთვის მომავალი განსაზღვრა იმან, თუ საღამოს 6 საათიდან ღამის 12 საათამდე რას აკეთებდნენ. ცხადია, ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის პოვნა აუცილებელია. თუ ცოლი და ბავშვები გყავთ, ყოველი საღამო მათთან ერთად უნდა გაატაროთ.

მაშინაც კი, თუ მარტოხელა ხართ, დროის გონივრულად გამოყენება მაინც გჭირდებათ, რომ სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ წახვიდეთ, მეგობრებს შეხვდეთ, ან მედიტაციისთვის განმარტოვდეთ.

რა თქმა უნდა, ფილმების ყურება და თამაშების თამაში ძალიან კარგია. მაგრამ არსებობს, რაღაც რაც არ უნდა გააკეთოთ. მაგალითად, Netflix-ის ახალი სეზონის დრამის ლოდინი ან კვირაში 14 საათი ტელევიზორის ყურება. სოციალურ ქსელში დრო ტყუილად არ დახარჯოთ.


2. ბევრი წაიკითხეთ და ყველაფერი შეიცვლება!

ჩემი დამრიგებელი კოლეჯიდან ალაბამას შტატში ღარიბ აფრიკულ ოჯახში დაიბადა. ის ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში მიიღეს და ოჯახში პირველი ადამიანი გახდა, ვინც კოლეჯში ჩააბარა. სანამ ჰარვარდში MBA-ს მიიღებდა, გამოცდილი ოფიცერი გახდა. როცა მას შევხვდი, ქალაქ კოლორადო-სპრინგში მუშაობდა.

მას ვკითხე, თუ რაშია მისი ყველაზე დიდი წარმატება? მან მიპასუხა, რომ კითხვა არასდროს შეუწყვეტია. ის თვლიდა, რომ ცოდნა ცხოვრებაში სასურველის მიღწევის გასაღებია. თანამოსაუბრეს ხშირად ეკითხებოდა, თუ ახლა რას კითხულობდნენ და საუკეთესოები პასუხებს დროულად იძლეოდნენ.

ცოდნა განვითარებაში დაგეხმარებათ და თანამშრომლებთან შედარებით ერთი თავით მაღლა დაგაყენებთ. ის, ვინც ბევრს კითხულობს, სხვადასხვა სფეროში უფრო გათვიცნობიერებულია და ეს მთელი კომპანიისთვის სასარგებლო იქნება.

საკუთარი ცოდნა შეგიძლიათ ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლებს გადასცეთ ან კომპანიისთვის ახალი შესაძლებლობა შექმნათ. გარდა ამისა, თქვენთან საუბარი ბევრად უფრო საინტერესო გახდება.

„თუ დღეში 1 საათის განმავლობაში რაიმე თემაზე ცოდნას იღებთ, ერთ წელში ამის შესახებ უფრო მეტი რამ გეცოდინებათ, ვიდრე მსოფლიოში 99, 999%-ს“ - ენტონი რობინსი.

მაშინაც კი, თუ ყოველ საღამოს 30 წუთი გაქვთ, ერთ კვირაში წიგნის წაკითხვას მარტივად შეძლებთ. ექსპერტი ვერ გახდებით, მაგრამ თანამშრომლებზე მეტი ნამდვილად გეცოდინებათ.


3. სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა მიიღეთ

თუ კომპანია მთელი თქვენი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას არ გაძლევთ, შესაძლებლობა თავად შექმენით. შეგიძლიათ მოხალისეობით პროექტებში მონაწილეობა მიიღოთ. ამან შეიძლება დიდება მოგიტანოთ.

გუნდთან ერთად მუშაობაში მიხვდებით, თუ ამ სფეროში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში როგორ გამოიყენოთ და ეს რეალურ კლიენტებზე რა გავლენას ახდენს.

თქვენ ისწავლით, თუ როგორ შეასრულოთ ამოცანები მითითებულ დროში, უკუკავშირს მიიღებთ და აქედან სარგებელს მიიღებთ. ეს გამოცდილება ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე თქვენი საცოდავი ხელფასი.


4. კავშირები აქტიურად დაამყარეთ

კავშირები კარიერულ განვითარებას დააჩქარებს. თუ ბევრი ნაცნობი არ გყავთ, მათ საპოვნელად დრო უნდა გამოყოთ.

კავშირები დაგეხმარებათ:

ჭკვიან მეგობრებთან ურთიერთობის ქონასა და მათი აზრის გაგებაში;

რთულად მოსაპოვებელ ინფორმაციასა და ცოდნაზე წვდომა გექნებათ;

კომპანიებს პოტენციური პარტნიორების ან შესაძლო შემოსავლის პოვნაში დაეხმარებით;

სამსახურში თანამშრომლებთან და უფროსებთან კარგი ურთიერთობა დაამყარეთ. თუ მეწარმე გახდებით, თქვენი ნაცნობები პირველი კლიენტები გახდებიან.

სახლში ან ბარში წასვლის ნაცვლად თქვენ რომელიმე წრეში უნდა დაბრუნდეთ. ბევრი მცირე ჯგუფი არსებობს, რომლებიც კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ.

ყოველ კვირას შეგიძლიათ ყავა დალიოთ ან ახალ მეგობრებთან ერთად ისაუზმოთ. ასევე მათ განვითარებას Linkedin-ზე ყურადღება მიაქცოთ. ვინ იცის, მათ შორის შეიძლება თქვენი მომავალი დამსაქმებელი აღმოჩნდეს.

თუ ტელევიზორის ყურების დრო გაქვთ, საჭირო ადამიანებთან საკონტაქტოდ დრო გამონახეთ.


5. საკუთარი ცხოვრების შეცვლა უკვე დღეს უნდა დაიწყოთ

დაახლოებით საღამოს 6 საათიდან ღამის 12-მდე თქვენ სახლში ხართ. და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად და ფსიქიკურად დაღლილი ხართ, შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რასაც ისურვებთ და თქვენ სხვების მითითებების შესრულება გიწევთ.

ამ დროს შეგიძლიათ ტვინი გამორთოთ, როგორც სამუშაო მაგიდაზე კომპიუტერს თიშავთ. ამასთან შეგიძლიათ უფრო ჭკვიანი, ძლიერი გახდეთ და ნაცნობების წრე გააფართოვოთ. დღესვე დაიწყეთ, დღეში ერთი საათი საკუთარ განვითარებას დაუთმეთ.

ერთ წელში თქვენი კარიერა და ცხოვრება შეიცვლება.


ასევე დაგაინტერესებთ:

საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

image

არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი

image

რას ნიშნავს დამსაქმებლისთვის გასაუბრებაზე თქვენი ტანსაცმლის ფერი?

image

რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის

image

როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
4354
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
4354