x
რატომ არის პირველი განქორწინება კარმისთვის კარგი?
image


წესისამებრ, განქორწინებიდან პირველ თვეებში ქალი ფიქრობს: კიდევ ერთხელ გათხოვება? აღარასოდეს! შემდეგ კი მოულოდნელად ჰორიზონტზე განუმეორებელი მამაკაცი გამოჩნდება და გულში სხვა ფიქრები ჩნდებიან. და შესაძლებელია მასთან ურთიერთობა ქორწინებით დასრულდეს. ფსიქოლოგების აზრით, მეორედ ქორწინება სასარგებლოა.


რაციონალური შეხედულებები


პირველი ქორწინება ყოველთვის უმწიკვლო შეხედულებებია მამაკაცზე და ოჯახზე. ერთად ცხოვრების ყოველი ახალი წელი ახალი პატარა სასაფლაოა გაცრუებული იმედების. მაშინაც კი, თუ მართლა კარგი ადამიანი შეგხვდათ, ის მაინც არ შეეფერება იდეალს, რომელიც ფიქრებში გყავდათ წარმოდგენილი. მსგავსი არაფერი არაა მეორედ ქორწინებისას! არაფრის გაიდეალება და შემდეგ იმედების გაცრუება არ ხდება. მაშინვეა შესაძლებელი მამაკაცის უარყოფითი თვისებების დანახვა და შეფასება, მზად ხართ თუ არა შეეგუოთ. ეს სიბრძნეა- რაც დიდი ბონუსია, რომელიც პირველმა უიღბლო სიყვარულმა მოგცათ.



კომპრომისები


შეიძლება ამ სიტყვი ხსენებამ გაგაღიზიანოთ, რადგან პირველი ქორწინებისას არაერთხელ ისმის ხოლმე ეს სიტყვა. მაგრამ თუ მაშინ ვერ მიაღწიეთ კომპრომისებს მეუღლესთან, სულაც არ ნიშნავს, რომ ამ საკითხის არაფერი გესმით. როცა დაშორების ტკივილი გადაივლის, მიხვდებით, რომ ხშირად აზრი ჰქონდა კომპრომისზე წასულიყავით და რაზეც ჩხუბობდით, სრული სისულელე იყო. დაიმახსოვრეთ - კომპრომისი აუცილებლად გამოგადგებათ ახალ ურთიერთობებში. მაშინაც კი, თუ ძალიან პირდაპირი ხასიათი გაქვთ, დარწმუნებული იყავით, თუ მეორეჯერ დათანხმდებით ერთობას, კომპრომისებით გაგიიოლდებათ ცხოვრება.


აკმე


დაშორებისას ერთი მხარე არასოდეს არაა დამნაშავე, მაგრამ არის ერთი მხარე, რომელსაც ნავი მიჰყავდა( და მან ეს იცის). შეიძლება მიზეზი ის იყო, რომ მას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ყველაფერი კრახისკენ მიდიოდა, რომ თქვენ მართლა დაშორდებოდით. თუ ეს ადამიანი თქვენ იყავით, ეს მწარე გაკვეთილი აუცილებლად სასიკეთოდ წაგადგებათ. როცა გატეხილი გული ცოტა დამშვიდდება, იგრძნობთ, რომ გაიზარდეთ. რომ ახლა ნამდვილად აღარ გინდათ გრძნობებზე თამაში, უთხრათ დაუნდობელი სიტყვები, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტად ატკინოთ... ახლა უკვე მზად ხართ ახალი სიყვარულისთვის. მას კი ასე ადვილად აღარ გაუშვებთ ხელიდან. ასაკის მატებასთან ერთად უფრო კარგად მიხვდებით, რომ ნებისმიერ ურთიერთობაზე მუშაობაა საჭირო და თან ორივეს მხრიდან.


კონკრეტულობა


აქ უკვე საქმე ეხება რამდენად გაქვთ გააზრებული საკუთარი საზღვრების კონკრეტულობა. თქვენ უკვე იცით, როგორი ურთიერთობის აგება გინდათ და როგორის - არა. ზუსტად იცით, რომელი ვალდებულებების აღება შეგიძლიათ და რომლის არა. გონებაში უკვე აღარ დარბიან ფიქრები საბავშვო ზღაპრებიდან "ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ და ბედნიერად". უკვე ძალიან მარტივად შეგიძლიათ საერთო იპოვოთ საყვარელ ადამიანთან, უფრო ადვილად რეაგირებთ მის ნაკლზე და უფრო ადვილად ახეხებთ ორმხრივი ურთიერთობის შექმნას.


და რაც მთავარია


ბოლოს ყველაზე მთვარი. არასოდეს! დაიმახსოვრეთ, არასოდეს შეადაროთ ახლანდელი ქმარი ყოფილ ქმარს. ყველაზე ცხარე კამათშიც კი არ უნდა უთხრათ, რომ რამეს მასზე უკეთ თქვენი ყოფილი ქმარი აკეთებდა. ეს აუცილებლად გახდება დასასრულის დასაწყისი. უმჯობესია ისეთი პოზიცია დაიკავოთ, თითქოს ის არც არსებობდა. და ესეც გაკვეთილია პირველი ქორწინებიდან- არის რაღაცები, რაზეც უბრალოდ უნდა გაიცინოთ და დაივიწყოთ!






ასევე ნახეთ

რატომ იზიდავს ქალს დაოჯახებული მამაკაცი


5 მიზეზი, თუ რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს


რა სურთ ქალებს? ამ პასუხს ნამდვილად ვერ იფიქრებდით


რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე


სამი ნაკლებად ცნობილი ფაქტი სექსის შესახებ



0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0