x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბავშვი 40 წელს ზევით - გვიანი ორსულობის 5 პლიუსი და მინუსი

image


მოწიფულ ასაკში ბავშვის გაჩენა სულ უფრო გახშირდა. ამის მიზეზი მრავალი ფაქტორია: კარიერის აწყობის სურვილი, არასაიმედო პარტნიორი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრება ან ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯისთვის არასაკმარისი მზადყოფნა. რა თქმა უნდა, ეს ყველა ქალის პირადი არჩევანია. მაგრამ, თუკი მაინც გადაწყვეტთ, რომ 40 წლის შემდეგ დედა გახდეთ, გვიანი ორსულობის ის უარყოფითი და დადებითი მეცნიერულად დადასტურებული ფაქტების გათვალისწინება მოგიწევთ, რომლის შესახებ ალბათ ნებისმიერმა, 40 წელს გადაცილებულმა, დედობის მსურველმა იცის. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბავშვის დაბადებას თან უდიდესი ბედნიერება ახლავს, თუმცა ის, მაინც გარკვეულ რისკებთანაც არის დაკავშირებული. ახლა კი მოდით უფრო დეტალურად ვნახოთ ის მინუსები და პლიუსები, რაც თან გვიანდელ ორსულობას ახლავს.



უპირატესობები:



1. გეძლევათ შანსი სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ



image



2. შეგიძლიათ კოგნიტური დარღვევების (ტვინის უმაღლესი ფუნქციების სხვადასხვა დარღვევების კრებითი აღნიშვნა, შესაძლებელია გამოიხატებოდეს მეხსიერების, ყურადღების, ფსიქომოტორული კოორდინაციის, მეტყველების, თვლის, აზროვნების, ორიენტაციის დარღვევით) რისკი შეამციროთ


image



3. ამ ასაკში უფრო გამოცდილი და კომპეტენტური ხართ



image



4. თქვენ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიეთ



image



5. საკმარისი დრო გაქვთ იმისთვის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სცადოთ (იმოგზაუროთ, გაერთოთ.. შემდეგ კი ოჯახური იდილიით დატკბეთ)




image




რისკები:



1. თქვენ დაფეხმძიმების ნაკლები შანსი გაქვთ



image



2. მუცლის მოშლის რისკი იზრდება



image



3. ოსტეოპოროზის განვითარების რისკი მატულობს



image



4. თქვენ ნაადრევი მშობიარობის რისკის ქვეშ იმყოფებით



image



5. შესაძლებელია გესტაციური (ორსულთა) დიაბეტის ( გესტაციური დიაბეტი არის დაავადება, რომლის დროსაც ქალს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია დიაბეტი, ორსულობის დროს უვითარდება შაქრის დონის მომატება სისხლში) განვითარება



image


ალბათ, დამეთანხმებით, რომ ორსულობას თავისი ხელისშემშლელი ფაქტორები ნებისმიერ ასაკში გააჩნია. ბევრი რამ სწორედ ქალის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. თუკი მოწიფულ ასაკში გადაწყვიტეთ რომ დედა გახდეთ, თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, რომ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოთ. მაგრამ, ამისთვის, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ და ნებისმიერ საკითხზე კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან უნდა გაიაროთ.





0
858
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
858