სხვა როგორ ცდილობს კატა მძინარე პატრონის მოკვლას - რა დააფიქსირა კამერამ! 2019, 6 აგვისტო, 2:37 არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც იცი, რომ ვიღაცას სახლში შენი მოკვლა სურს. კატები- საყვარელი და ფუმფულა შინაური ცხოველები არიან. მაგრამ, გულახდილად შეიძლება ითქვას, რომ მათ შეუძლიათ ძალიან უცნაურად მოიქცნენხოლმე. მაგალითად, ახლახანს Twitter -ის მომხმარებელმა ლუის ნაბარომ საშინელი ისტორია მოგვითხრო.
მას ხშირად უჭირდა ძილის დროს სუნთქვა. ლუისმა გადაწყვიტა კამერა დაეყენებია. რაც მან ნახა ამ კადრებში, მომხიბვლელიც იყო და თან საშინელიც. აღმოჩნდა, რომ კატა ცდილობდა მის გაგუდვას ძილში. TwitterTwitter
ფოტოზე კარგად სჩანს, როგორ უახლოვდება კატა და აწვება მას სახეზე-ცხვირზე და პირზე. სწორედ ამის გამო არ შეეძლო მამაკაცს სუნთქვა.
Twitter -ის მომხმარებლებმა სწრაფადვე მოახდინეს რეაგირება ამ ვიდეოზე და ფოტოზე (განსაკუთრებით კატების სხვა მფლობელებმა).
ნაწილმა საკუთარი მსგავსი ისტორია გაგვიზიარა: "ჩემი კატაც აკეთებდა ასე! ეს გავიგე მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთხელაც ჩემს სახეზე გაიზმორა".
მეორე მომხმარებელმა გაგვიზიარა მსგავსი, თუმცა უფრო საშინელი ისტორია: "მე გავიღვიძე ცხვირზე მოდებული კატის ცხვირით, უბრალოდ შუაღამისას მიყურებდა მკვდარი თვალებით თვალებში ".
სხვა მომხმარებელს უფრო მიწიერი ახსნა ჰქონდა: "ისინი თქვენს პულსს გრძნობენ, რაც მათ ამშვიდებთ. ამავე მიზეზით სურთ კატებს ადამიანის მკერდზე ძილი". რა თქმა უნდა, ზოგიერთ მომხმარებელს უფრო ცუდი ეჭვებიც ჰქონდა. ერთერთი მათგანი წერდა : "ეს კატა თქვენს მოგუდვას ცდილობს ძილში. ეს მკვლელობის მცდელობაა და და სიყვარულის". ერთმა გამოთქვა ასეთი ვარაუდიც: "როგორც სჩანს, თქვენი კატა ცდილობს ხელი შგიშალოთ ხვრინვაში".
ერთი მომხმარებელი კი კითხვას უსვამს: "თქვენ რა, კამერა გჭირდებათ იმისთვის, რომ მიხვდეთ სახეზე მთელი არსება რომ გაზით?". იხილეთ ვიდეო თქვენ როგორ ფიქრობთ? რატომ იქცეოდა კატა ასე? იხილეთ ასევე:
6630 10-ს მოსწონს
|