სხვა გაოგნებული მოლარე - რატომ ყიდულობენ პატარა ბიჭები ქალის ტამპონებს?! 2018, 20 თებერვალი, 2:05 (აბა, მაშ რისთვის?!)
„ვართ რა ბავშვები, იშვიათად ვფიქრობთ მომავალზე და ეს გვაძლევს საშუალებას გავიხაროთ ცხოვრებით ისე, როგორც ბევრ ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია“ - თქვა ერთხელ ცნობილმა მწერალმა პატრიკ როტფუსმა. ეს ციტატა საუკეთესოდ ასახავს ერთხელ აფთიაქში მომხდარ, ორი პატარა ბუჭუნას სახალისო ისტორიის არსს. შევიდნენ რა აფთიაქში, ორი ბიჭუნა მაშინვე გაეშურა ტამპონების კოლოფისკენ. დასტაცეს პირველივეს ხელი და გაემართნენ სალაროსკენ. ფარმაცევტი გაოცებული და გაოგნებული კითხულობს: „პატარავ, რამდენი წლის ხარ? „რვა წლის“, - პასუხობს ბავშვი. „შენ იცი, რისთვის გამოიყენებენ ამას?“ „არა... მაგრამ ეს ჩემთვის არაა. ეს ჩემი ძმისთვისაა. ის ოთხი წლისაა“. „ჰმმმმ, მართლა?“ _ ჩაიცინა ფარმაცევტმა. „დიახ. ტელევიზორში აჩვენეს, რომ თუ ამას გამოიყენებ, მაშინვე შეგიძლია იცურაო, ითამაშო ტენისი და იარო ველოსიპედით. მას კი ეს ჯერ არ შეუძლია!“ იხილეთ ასევე:
1. კუჭის თვალით დანახული ქალის დიეტა
1459 12-ს მოსწონს
|