სხვა ბავშვის დედის წერილი ექთნების შესახებ, რომელიც ამ ცხოვრებაზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ... 2019, 26 სექტემბერი, 16:41 შელბი და ჯონათანი პატარა სოფის მშობლები იყვნენ. ისინი პატარა გოგონას აღზრდით ტკბებოდნენ იქამდე, სანამ 2017 წლის 18 მაისს გოგონას საშინელი დაავადება აღმოაჩნდა. თავდაპირველად ექიმებს უბრალოდ ალერგია ეგონათ, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეს ლინფომური დაავადება იყო. მშობლებს უკვე თვეების გატარება უწევდათ საავდმყოფოში, მათ ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ პატარა გოგონა სიმსივნისგან ეხსნათ... სოფის სიმპტომები ყოველდღე უფრო რთულდებოდა. ჩაუტარდა ქიმიოტერაპიაც, მაგრამ დაავადება უკვე მთელ ორგანიზმში იყო მოდებული... რეალურად პატარა სოფის გადარჩენის შანსი აღარ იყო დარჩენილი, მშობლები სასოწარკვეთილნი იყვნენ და საკუთარი თავი არც კი ახსოვდათ. ამ რთულ მომენტებში დედამ შენიშნა მედდა, რომელიც არანაკლებ ნერვიულობდა სოფიზე და მას თითქმის ყოველ მომენტში ყურადღებას არ აკლებდა. ავადმყოფის დედამ სოციალურ ქსელში მედდაზე შემდეგი წერილი დაწერა: " ყველას გხედავთ... ვხედავ როგორ ზრუნავთ პატარა სოფიზე, ვხედავ, რომ უკვე ჩემზე მეტსაც აკეთებთ მისთვის და როდესაც სახვევებს უცვლით, როგორ უხდით ბოდიშებს! სინამდვილეში ამდენ მადლობას თქვენ არავინ გიხდით, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ თქვენ ვალდებულები ხართ... ყოველდღიურად ათობით ადამიანს უყურადღებოდ არ ტოვებთ, უბრალოდ შესვენების დროსაც კი მათზე ფიქრობთ... ნუთუ ასეთი კარგები ხართ და ჩვენ დანარჩენი მოქალაქეები ამას კვლავ ვერ ვხედავთ? თუ მაინც და მაინც აუცილებელია, რომ რაიმე ცუდი გადაგვხვდეს?... არა ჩვენ ადამიანები დაუნახავები ვართ! ამ წუთასაც რომ მირეკავენ მობილურზე მაინც ვპასუხობ, მაგრამ თქვენ არ პასუხობთ, რადგან დროის დაკარგვასარ ცდილობთ... თქვენ იცით, რომ თითოეული წუთი დაავადებული ბავშვისთვის ძალიან მნიშვენელოვანია და საკუთარ პრობლემებზე წინ ამ პატარების პრობლემებს აყენებთ! რა საოცარი ადამიანები ხართ... როგორ არ უნდა დაგაფასოთ? და აი ჩვენ? ნამდვილად საკითხავია, თუ ვინ ვართ რეალურად ჩვენ... დანარჩენი ადამიანები? ვამაყობ თქვენით! კიდევ კარგი არსებობთ... დიდი მადლობა! დედა შელბის წერილს სოციალურ ქსელში 26 000 გამოხმაურება მოჰყვა. ამ ქალბატონმა ძალიან ბევრის სათქმელი დაწერა და ყველა მედდას ულევი სიყვარული გადასცა. თუმცა სამწუხაროდ პატარა სოფიმ ამ ავთვისებიან დაავდებას ვერ გაუძლო და 2018 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. >>>>> იხილეთ ასევე <<<<<ნესვი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! მუჰამედ ბინ სალმანი - პრინცი, რომელიც არაბეთის შეცვლას გეგმავს! 5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ 5 ბუნებრივი ხმაური, რომელსაც ადამიანის დაყრუება შეუძლია! მსოფლიოს ყველაზე პოპულარული 10 თვითმკვლელობის ადგილი გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3 5 ყველაზე უნიკალური მატარებელი მთელ მსოფლიოში 11 წარმოუდგენელი დამთხვევა, რომელიც მილიონში მხოლოდ ერთხელ ხდება! 290 4-ს მოსწონს
|