x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მუჰამედ ბინ სალმანი - პრინცი, რომელიც არაბეთის შეცვლას გეგმავს!

მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მა­ნი 1985 წლის 31 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ ჯი­და­ში და­ი­ბა­და. ის სალ­მან მე­ფის მე­სა­მე ცო­ლის, ბაჰდი ბინტ ფა­ლის უფ­რო­სი ვა­ჟია. სა­უ­დის არ­ბე­თის პრინ­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მუ­ჰა­მედ­მა გა­ნათ­ლე­ბა სა­უ­დის არა­ბეთ­ში მი­ი­ღო. ის სა­მარ­თალს სწავ­ლობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი რამ­დე­ნი­მე სამ­თავ­რო­ბო პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. მას მხო­ლოდ ერთი ცოლი - პრინ­ცე­სა სარა ბინტ მა­შჰუ­რი ჰყავს. წყვი­ლი 2008 წელს და­ქორ­წინ­და და 2 გო­გო­ნა­სა და 2 ვაჟს ზრდის. ბი­ჭებს პრინ­ცი სალ­მა­ნი და პრინ­ცი მა­შჰო­რი ჰქვი­ათ, ხოლო გო­გო­ნებს - პრინ­ცე­სა ფაჰდა და პრინ­ცე­სა ნორა. 2009 წელს პრინ­ცი მუ­ჰა­მე­დი მა­მის მრჩე­ვე­ლი გახ­და, რო­მე­ლიც იმ დროს ერ-რი­ა­დის გუ­ბერ­ნა­ტო­რი იყო. რო­დე­საც 2015 წლის იან­ვარ­ში სალ­მან ბინ აბ­დულ-აზი­ზი მეფე გახ­და, მას არ უყოყ­მა­ნია ქვეყ­ნის მმარ­თველ ელი­ტა­ში შვი­ლის პო­ზი­ცია გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა. 2015 წლის აპ­რილ­ში ხან­დაზ­მუ­ლი მემ­კვიდ­რე ტახ­ტი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მის ად­გილ­ზე ახალ­გაზ­რდა პრინ­ცი და­ნიშ­ნეს. ტახ­ტის ახა­ლი მემ­კვიდ­რე ასე­ვე და­ი­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და ასე­ვე აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.


ახალგაზრდა პრინცი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მამაკაცების რეიტინგშიც ხშირად გვხვდება, თუმცა როგორც ირკვევა, ბევრ დადებით თვისებასთან ერთად საჯაროდ მექალთანეობასაც არ ეშვება. წარმოგიდგენთ მუჰამედ ბინ სალმანის რეფორმებს და მისი ცხოვრებიდან რამოდენიმე საინტერესო რეალურ ისტორიას...


image









ქაბას სკანდალი - არაბი ჟურნალისტების აზრით, ბინ სელმანის პირველი უპატიებელი შეცდომა იყო ქაბას ქვაზე ასვლა. ნაგუსლიხმევი ქვა მუსლიმური სამყაროს სიწმინდესთანაა დაკავშირებული. ამ ადგილზე ბინ სელმანი 600 მცველით შევიდა, რათა ახლადმშენებარე სასტუმრო შორი ხედით დაეთვალიერებინა. ამ ფაქტმა მუსლიმები ძლიერ გააცოფა, თუმცა სელმანმა უკან ნაბიჯიც კი არ გადადგა. რატომ ქაბას ქვა? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია.

image





მექას მუსიკალური ფესტივალი - ტახტის მემკვიდრეს ჯიუტად აქვს გადაწყვეტილი რეფორმები მექაში. რამოდენიმე კვირის წინ მან მექაში გრანდიოზული მუსიკალური ფესტივალის ორგანიზება მოახერხა. წმინდა ქაბადან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე ტერიტორიაზე გამართულ ფესტივალზე მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი მომღერლები: 50 Cent, კრის ბრაუნი და ჯანეტ ჯექსონი

image





ივანკა ტრამპი - არაბული წყაროების თანახმად, ტახტის მემკვიდრე დიდი ხანია ტრფობს აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილს, ყველასთვის ცნობილ ივანკა ტრამპს, რომელიც უკვე გათხოვილია და ჰყავს 2 შვილი. მიუხედავად ამისა, ბინ სელმანმა მას ერთი ღამის სანაცვლოდ 200 აქლემი შესთავაზა. წყაროების თანახმად, ტრამპის მხრიდან ამ შემოთავაზებაზე პასუხი არ მიუღია.

image





კიმ კარდაშიანი - ბინ სელმანმა ასევე მაცდური წინადადებით მიმართა კიმ კარდაშიანს: " კანიე ვესტის სიმღერები ნაკლებად მაინტერესებს, თუმცა დაინტერესებული ვარ მისი მომხიბლავი ცოლით. თუ ისურვებს, 10 მილიონზე მეტს გადავუხდი მხოლოდ ერთი ღამით ჩემთან ერთად წვეულებაზე რომ წამოვიდეს." როგორც ცნობილია, კარდაშიანი მაგ პერიოდში ჟურნალების გარეკანებს შიშველი ფოტოებით ამკობდა და პრინცის შემოთავაზებასაც უყოყმანოდ დათანხმდა.


image





რეფორმები - მუჰამედ ბინ სელმანს ძალიან დიდი გეგმები აქვს. მას დაწყებული აქვს სერიოზული რეფორმები, რომელიც უფრო ქალების უფლებებს ეხება. 2030 წლისთვის, სელმანი არაბეთის გათამედროვებას გვპირდება. მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო 15 წლამდე ბავშვებისთვის ქორწინების აკრძალვა, გარდა ამისა 18 წლამდე ქორწინებისთვის სპეციალური ნებართვის აღება იქნება საჭირო. ამით არ სრულდება: 2019 წელს, პირველად საუდის ქალებს ავტომობილების გამოფენაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცეს.

image







ნიკი მინაჟი - ცნობილი მომღერალი მუსიკალური ფესტივალისთვის საუდის არაბეთს ეწვია, რამაც არაბული სამყარო გააოგნა. გასულ წელს მინაჟმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ის არასოდეს იმღერებდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალებს თითქმის არაფრის უფლება არ გააჩნიათ, კონკრეტულად კი საუდის არაბეთი დაასახელა, თუმცა როგორც ჩანს, ახალგაზრდა პრინცმა მისი დაყოლიებაც მოახერხა. მინაჟის ფანებმა მას ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ორპირა უწოდეს.

image






სელმანის პირადი სიამოვნება - არაბეთის პრინცს ფულის ხარჯვა ძალიან უყვარს. ის ცხოვრობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სახლში, გარდა ამისა, მას საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 450 000 000 დოლარიანი ვილები აქვს. როგორც ცნობილია, მისი ავტომობილების კოლექციაში 80-ზე მეტი მანქანაა, რომლებიც ძირითადად ლამბორჯინის, ბუგატის, ფერარის და მერსედესის მარკის ავტომობილებისგან შედგება. ჭორების თანახმად, ბინ სელმანი მოოქრული ავტომობილების კოლექციასაც აგროვებს. როგორც ხედავთ, მას დადებითიც და უარყოფითიც ბევრი აქვს, თუმცა პრინცი ქველმოქმედებაშიც ყოველწლიურად მინიმუმ 10 მილიონ დოლარს რიცხავს.

image
















სტატიის ავტორი: ალექს აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!
























<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



11 წლის ბიჭუნამ სანაპიროს ქვიშაში ცოცხლად ჩამარხული გოგონა იპოვა... მისმა მოქმედებამ ადამიანებს იმედი დაუბრუნა....

image


ამ მამაკაცმა საცოლეს ყველაზე უჩვეულო მეთოდით სთხოვა ხელი

image


3 კუნძული, სადაც ფეხი არასოდეს არ უნდა დაადგათ!

image


5 ყველაზე უნიკალური მატარებელი მთელ მსოფლიოში

image


ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( X ნაწილი)

image


გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება!

image


და მაინც რას ნიშნავს იღბალი? - ყველაზე "შეშლილად" იღბლიანები...

image


რომელი ენის სასწავლებლად გჭირდებათ უფრო მეტი დრო? - მეცნიერების კვლევის საინტერესო შედეგი (+რუკა)

image


საშიში წყლებით გამორჩეული 5 იდუმალი მდინარე

image


25 შოკისმომგვრელი ფოტო, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაშია გადაღებული!

image






1
3590
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
3590
  
2019, 27 სექტემბერი, 10:32
სიტყვა- ტრფობს, ახალი მიგნებაა ქართულ სასიყვარულო ტერმინოლოგიაში...
0 1 1