x
image
alex999
11 წლის ბიჭუნამ სანაპიროს ქვიშაში ცოცხლად ჩამარხული გოგონა იპოვა... მისმა ქმედებამ ადამიანებს იმედი დაუბრუნა....(+ვიდეო)

ზაფხულის თვეებში ოჯახის წევრებთან ერთად ზღვის სანაპიროებზე დასვენებაზე ბევრი ადამიანი ფიქრობს. ამ სასიამოვნო პერიოდში სამწუხაროდ ყველასთვის მოულოდნელად უსიამოვნებებიც ხდება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 11 წლის გმირზე, რომელმაც თავის საქციელით მსოფლიო საზოგადაოება გააოცა. ჩვენს 11 წლის გმირს კონორ ფიტცგერალდი ჰქვია.


image









კალიფორნიაში მდებარე მარინის სანაპიროზე როგორც ყოველთვის, უფროსები სეირნობდნენ, ხოლო პატარები ქვიშით ერთობოდნენ. ბავშვებს შორის ერთ-ერთი მათგანი ჩვენი სტატიის გმირი, 11 წლის კონორ ფიტცგერალდიც იყო, რომელიც მეგობრებთან ერთად ქვიშის სახლებს აშენებდა. ბავშვების გართობა მხიარულ ხასიათს ატარებდა, ისინი შეუსვენებლად თხრიდნენ ქვიშას და ახალ მშენებლობებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი გამოთხრის პროცესში კონორის ხელს რაღაც შეეხო, ინტერესით გაჟღენთილმა ყმაწვილმა უფრო სწრაფად დაიწყო ამოთხრა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს პატარა გოგონა იყო, რომელსაც ზურგზე ჩანთა ჰქონდა. თავიდან პატარა კონორი შეშინდა, თუმცა პანიკებში არ ჩავარდნილა. მშვიდად მიმოიხედა და გარშემო ვერავინ ნახა ისეთი, ვინც შეძლებდა მის დახმარებას. 11 წლის ბავშვმა ძალიან წყნარად გამოიყვანა გონებადაკარგული გოგონა ქვიშიდან და მას პირველ რიგში გულის მასაჟი გაუკეთა, რომელიც NCIS -სახელწოდების სატელევიზიო სერიალში ჰქონდა ნასწავლი. კონორი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რათა გოგონა გადაერჩინა, მაგრამ შედეგი ისევ არ ჩანდა... და აი ამ დროს გამოჩნდნენ გოგონას მშობლებიც, რომლებიც გამწარებული სახის გამომეტყველებით ეძებდნენ თავიანთ ქალიშვილს. შენიშნეს თუ არა დაუკავშირდნენ სასწრაფო დახმარების ცენტრს და შველა ითხოვეს...


image





5 წლის ალისა ბოსტონი მშობლების უყურადღებობის მსხვერპლი ხდებოდა. როდესაც მშობლებმა სეირნობა გადაწყვიტეს, ალისა ქვიშით თამაშმა შეითრია. სხეულის სიმძიმე პატარა გოგონამ ვერ დაძლია და სრულიად ქვიშაში ჩაიძირა. მის მშობლებს გოგონა ზუსტად 45 წუთის განმავლობაში არც კი გახსენებიათ... რომ არა კონორი, ალბათ გოგონა მოკვდებოდა.



კონორი მასაჟს აგრძელებდა, გარშემო ხალხი იყო შეკრებილი, თუმცა კონორი არ ნებდებოდა. გოგონას მშობლები შოკში იყვნენ და ვერც კონორს უშლიდნენ სასიკეთო საქმის კეთებას, რადგან გოგონა არ სუნთქავდა. სასწრაფო დამხარების მოსვლამდე 30 წამით ადრე, მოხდა სასწაული! - გოგონამ დაახველა და დაიწყო სუნთქვა. ეს რეალური ისტორია აშშ-ს შტატ კალიფორნიაში მოხდა. 11 წლის ბიჭუნამ დაუჯერებლად გადაარჩინა 5 წლის გოგონას სიცოცხლე. მის გარშემო უამრავმა ზრდასრულმა შეიყარა თავი, თუმცა დახმარება არავის უფიქრია. როდესაც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომობილში უკვე გადარჩენილი გოგონა დააწვინეს, კონორი მას ზრდასრული მამაკაცივით ადევნებდა თვალყურს. ალისას მშობლებმა უამრავი საჩუქრით დაასაჩუქრეს პატარა კონორი, თუმცა ბიჭუნას მხოლოდ გოგონას ჯანმრთელობა აღელვებდა. კონორის განცხადებით, ის მაშინ გახდა ყველაზე ბედნიერი, როდესაც შეიტყო სიახლე ალისას ჯანმრთელობის შესახებ, რომ ის კარგად იყო და ყოველთვის კარგად იქნება!

image



იხილეთ ვიდეო












სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი




















>>>>> იხილეთ ასევე <<<<<




20 ფოტო, რომლის ნახვასაც მეორედ არ ისურვებთ
image


3 კუნძული, სადაც ფეხი არასოდეს არ უნდა დაადგათ!

image



5 ყველაზე უნიკალური მატარებელი მთელ მსოფლიოში


image



ამ დროისთვის 8 ყველაზე დიდი გემი დედამიწაზე

image



5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ჭამოთ საზამთროს ქერქი...

image



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( X ნაწილი)

image



და მაინც რას ნიშნავს იღბალი? - ყველაზე "შეშლილად" იღბლიანები...

image



ყველაზე გრანდიოზული და შთამბეჭდავი ბიბლიოთეკები მსოფლიო მაშტაბით

image



0
4085
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
4085
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0