სხვა მითხარი შენი სისხლის ჯგუფი და გეტყვი ვინ ხარ შენ 2019, 5 აგვისტო, 16:22 სისხლის ჯგუფი0 (I) "მონადირე": ამ ჯგუფის სისხლი 40 დან 50 % - მდე ადამიანს აქვსხასიათის თვისებებიჩვეულებრივ, I - სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვთ. ისინი საკმაოდ ფეთქებადი, იოლად აღგზნებადი და უზომოდ ენერგიულები არიან. ასევე, ამ სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები კრიტიკას საკუთარი მისამართით ვერ იტანენ და სურთ, რომ გარშემომყოფები ყოველთვის, ყველაფერს ისე აკეთებდნენ როგორც მათ სურთ. ამ სისხლის ჯგუფის მქონე მამაკაცები გამოცდილი საყვარლები, ხოლო ქალები კი ძალიან ეჭვიანები არიან.სისხლის ჯგუფია (II) "მიწათმოქმედი": ამ ჯგუფის სისხლი ადამიანების 30 - 40 % აქვსხასიათის თვისებებიროგორც წესი, II ჯგუფის ადამიანები ძალიან გულწრფელები და კომუნიკაბელურები არიან, ისინი დანარჩენებისგან იმით განსხვავდებიან, რომ სხვადასხვა გარემოში ადაპტაციას საკმაოდ მარტივად ახერხებენ, ამიტომ მათთვის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, ხანდახან მათ გარკვეული სიჯიუტის გამოჩენაც შეუძლიათ. ეს ადამიანები წყენასა და უსიამოვნებას საკმაოდ რთულად იტანენ. ამ სისხლის ჯგუფის მქონე მამაკაცები მორცხვები და ყველაზე დიდი რომანტიკოსები არიან, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში, ცხოვრების თანამგზავრად ასაკით უფროს ქალებს ირჩევენ, ხოლო ქალები კი შესანიშნავი, მოსიყვარულე ცოლები და მზრუნველი დედები არიან.სისხლის ჯგუფიბ (III) "მომთაბარე": ამ ჯგუფის სისხლი ადამიანების 10 - 20 % აქვსხასიათის თვისებებიამ ჯგუფის ტიპის ადამიანები საკმაოდ მეგობრულები და ოპტიმისტები არიან. მათ ყველაფერი სწრაფად სწყინდებათ, ამიტომ ყველანაირი სიახლისთვის, ყოველთვის სრულ მზადყოფნაში არიან და შანს ხელიდან არ უშვებენ ცხოვრებაში რამე რომ არ შეცვალონ. "მომთაბარეები" თავისუფლებისმოყვარეობითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევიან. ისინი უსამართლობას არასდროს ითმენენ, განსაკუთრებით კი, საკუთარი მისამართით, ასე რომ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე საყვარელ სამსახურსაც კი შეელევიან, თუკი ხელმძღვანელი მათ არასათანადოდ მოეპყრობა. კაცები, ძირითადად მექალთანეები არიან - ისინი, როგორც წესი, საკუთარი ვნების ობიექტისთვის ორიგინალური სიურპრიზების კეთებასაც არ ერიდებიან და გადამეტებული მზრუნველობით ხშირადაც ანებივრებენ. ხოლო ქალები - არაორდინარულობით გამოირჩევიან, რომლებსაც თავიანთი ექსტრავაგანტულობით მომავალი პარტნიორის დაშინებაც კი შეუძლიათ, თუმცა, დროთა განმავლობაში, ისინი კარგი დიასახლისები და იდეალური ცოლები ხდებიან.სისხლის ჯგუფიაბ (IV) "გამოცანა": ამ ჯგუფის სისხლი მოსახლეობის 5 % აქვსხასიათის თვისებებიIV სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები ყველაზე იშვიათად გვხვდება, როგორც ცნობილია, ისინი საკმაოდ რბილი ხასიათით და მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევიან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გაჭირვებაში მყოფს მოუსმინონ და გაუგონ. მამაკაცებს, სხვა ჯგუფების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მახვილი გონება და საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა აქვთ, ამ თვალსაზრისით, მათ არც ქალბატონები ჩამორჩებიან, რომლებიც საპირსპირო სქესის არჩევაში საკმაოდ ფრთხილები და მომთხოვნები არიან.753 შეფასება არ არის |