კონფლიქტები ომის ნაირსახეობები 2012, 7 აპრილი, 13:55 ტოტალური ომები: ომები, სადაც ყველა იბრძვის
ტოტალური ომი პირწმინდად ახალი ფენომენია, პირველ რიგში, ის არ არის შეზღუდული დროში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ომში მონაწილე სახელმწიფო ან სახელმწიფოები ცდილობენ მოიპოვონ სრული გამარჯვება მოწინააღმდეგეზე. მათ ვერ აჩერებთ ვერაფერი გარდა უპირობო კაპიტულაციისა. მეორე, ტოტალურ ომებში ყველა საშუალებები გამოიყენება. ტოტალურ ომებში მონაწილე სახელმწიფოები იყენებენ განვითარებულ ტექნოლოგიებს შეიარაღების სიზუსტისა და ძალის გაზრდის მიზნით. მესამე _ ტოტალური ომი არც მონაწილეებითა შეზღუდული. მასში შეიძლება საზოგადოების ყველა ფენა იყოს ჩაბმულები.
ნაპოლეონის ომები ტოტალური ომების პროტოტიპად ითვლება, რადგან ეს არის ამგვარი ტიპის ომის პირველი შემთხვევა. ნაპოლეონმა საყოველთაო ჰეგემონიის მოპოვების მიზნით წამოიწყო ეს ომი. იგი არ ცნობდა არავითარ ლიმიტს დროის ან საშუალებების მხრივ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტოტალური ომის ცნება კიდევ უფრო საშინელი გახდა, რაც საბრძოლო შესაძლებლობების განვითარებას და მეცნიერულ და ტექნოლოგიურ აღმოჩენებს უკავშირდება. ბირთვული ეპოქის დადგომამ მთლიანად შეცვალა ომის სტრატეგია და ტაქტიკა, ასევე სამხედრო ძალების მოქმედების ლოგიკა და ბრძოლის ველი.
არასწორი აღქმით გამოწვეული ომები _ ამგვარ ომებს საფუძვლად უდევს შექმნილი სიტუაციის არასწორი აღქმა და ყველაზე გავრცელებული ტიპია იმ ომებისა, რომლებიც არავის სურს. შემთხვევითი ომები _ ამგვარი ომების კიდევ სხვა ვარიანტია. არასწორი თარგმანი, შეტყობინება, რომელიც დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა, ყურადღების მიღმა დარჩენილი ან არასწორად ინტერპრეტირებული დიპლომატიური სიგნალი კოსმიური ეპოქის იარაღების სისტემის შემოღებამდე კარგა ხნით ადრე აჩქარებდნენ განუზრახველ ომებს. ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც დომინანტობს ბირთვული იარაღები და ბალისტიკური რაკეტები, შემთხვევით გამოწვეული ომების საშიშროება და რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ესკალაციით გამოწვეული ომი შესაძლებელია იყოს ლიმიტირებული (და ლოკალიზებული) კონფლიქტი ორ სახელმწიფოს შორის, როდესაც არც ერთი მხარე თავდაპირველად არ აპირებდა მის ხელთ არსებული ყველაზე გამანადგურებელი იარაღის გამოყენებას. მაგრამ მსხვერპლის რიცხვის ზრდასა და ბრძოლის ველზე სიტუაციის ცვლილებასთან ერთად, ერთ-ერთი მხარე (სავარაუდოდ ის, რომელიც აგებს) ბრძოლის ბედის საკუთარ მხარეს შემობრუნების მიზნით შემოიღებს უფრო ძლიერ იარაღს და მოწინააღმდეგესაც სხვა არაფერი დარჩება, თუ არა იმავე სიძლიერის იარაღით დაუპირისპირდეს. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე ფლობს ბირთვულ იარაღს, ამგვარი სიტუაციის დინამიკამ შესაძლებელია ბირთვულ ომამდე მიიყვანოს საქმე. აქედან გამომდინარე, ის, რაც დაიწყო ტრადიციული ომით, შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეს საყოველთაო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამდე. კატალიტურ ომებსაც შეუძლია ძალადობის წარმოშობა და განადგურება ნებისმიერი სახელმწიფოს განზრახვისგან დამოუკიდებლად. ისტორიულად, ამგვარი ომები ყველაზე მეტად ასახავს ალიანსების მოლაპარაკებებს. თუ ალიანსის ერთ წევრზე განხორციელდა შეტევა, სხვები მოეშურებიან მის დასაცავად და ამგარად კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანს ხდიან ომს. კატალიტური ომი შეიძლება დაიწყოს, როგორც ლოკალური კონფლიქტი ორ განვითარებად ქვეყანას შორის, რომლებსაც ძლიერი მოკავშირეები ჰყავთ. ადგილობრივი ომები ყოველთვის შეიძლება გადაიზარდოს რეგიონალურ და გლობალურ ომებშიც კი (როგორც ეს მოხდა ორივე მსოფლიო ომის შემთხვევაში). შესაძლებელია, აგრეთვე, სხვა ჯოჯოხეთური სცენარიც. მაგალითად, ფსიქიკურად შეშლილმა ადამიანმა შეიძლება რამენაირად მოახერხოს ბირთვული ომის საშიშროების გამოწვევა. ბირთვული ომი: მოუგებელი ომები ![]() სამართლიანი ომის დოქტრინა სამართლიანი ომის პატივსაცემი დოქტრინის მიხედვით არსებობს გარემოებები, რომლების ფონზე ომი შეიძლება იყოს `კარგი~ქვეყნის კეთილდღეობისა და სამართლიანობის დაცვის პრინციპიდან გამომდინარე. იმ მეცნიერებს შორის, რომლებიც კეთილად არიან განწყობილნი სამართლიანი ომის ცნების მიმართ, არსებობს ერთსულოვანი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ დავდაცვითი ომები გამართლებულია. თუ რომელიმე ქვეყანა გახდა მოულოდნელი თავდასხმის მსხვერპლი, საპასუხო შეტევა მოძალადეზე მიზანშეწონილია. ზოგმა თეორეტიკოსმა კიდევ უფრო გააფართოვა ეს დოქტრინა და უფლება მისცა მესამე მხარე-სახელმწიფოებს ჩაერიონ აგრესიის უძლური მსხვერპლების დასაცავად. ადრეული ეპოქის სხვა ქრისტიანი თეოლოგები, მათ შორის წმინდა ამბროსი (340-397), ამტკიცებენ, რომ ერები არათუ უფლებამოსილნი, არამედ ვალდებულნიც კი არიან, აწარმოონ აგრესიული ომები მაღალი პრინციპებისთვის. `კაცს აქვს მორალური მოვალეობა~, წერდა წმინდა ამბროსი, _ `გამოიყენოს ძალა, აღუდგეს წინ ბოროტებას და შეაჩეროს იგი.~ წმინდა ამბროსი ამბობდა, რომ ომისთვის საჭიროა სამართლიანი მიზეზი. სამართლიანი ომის დოქტრინა გაცხადებულია ხუთ კონკრეტულ პოსტულატში: პირველი, ომი უნდა იყოს ყველაზე ბოლო საშუალება ლეგიტიმური მთავრობისთვის და მის გარდა არ უნდა იყოს სხვა რომელიმე პოლიტიკურად ეფექტური ალტერნატივა. მეორე, კონფლიქტის მიზეზი უნდა იყოს სამართლიანი; ომი უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეაჩეროს აგრესია და გამოასწოროს უსამართლობა. მესამე, ომი არ შეიძლება იყოს ფუჭი; ყოველთვის უნდა იყოს იმის ალბათობა, რომ ქვეყანას, რომელიც იწყებს ომს, გააჩნია წარმატების შესაძლებლობა. მეოთხე, საჭიროა იყოს თანაფარდობა როგორც დროსთან, ასევე საშუალებებთან მიმართებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომის მიზეზმა უნდა გაამართლოს დახარჯული ფულის და დაღუპულების რაოდენობა, ხოლო ომში გამოყენებული საშუალებები უნდა ამართლებდეს ომის დაწყების მიზეზს. დაბოლოს, სამართლიანი ომის წარმოება მაქსიმალურად უნდა ამცირებდეს სამოქალაქო პირებისადმი მიყენებულ ზარალს და სიკვდილიანობას. თუ შესრულებულია ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა, ომი შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს. სამართლიანი ომის დოქტრინას საფუძვლად უდევს სამართლიანობის ის ცნება, რომელიც სცილდება უშუალო ეროვნულ ინტერესებს. განსხვავებით მარტივი ნაციონალიზმისა, რაც გამოიხატება ისეთი ლოზუნგებით, როგორიცაა `ავია თუ კარგია ჩემი ქვეყანაა~, სამართლიანი ომის კონცეფცია შეიცავს იმ მორალური პასუხისმგებლობის გაზომვის სტანდარტს, რომელიც სცილდება ვიწრო ეროვნულ ინტერესებს. ნიურნმბერგის პროცესი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოხდა ისტორიისათვის ცნობილი პირველი შემთხვევა, როდესაც ნაცისტ ლიდერებს ბრალი წაუყენეს გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. უპირველეს ყოვლისა, მათ ბრალი დასდეს მშვიდობის წინააღმდეგ მოქმედებაში, რადგან მათ ომის დაწყებით დაარღვიეს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. მეორე _ მათ ბრალად დაედოთ საომარი წესების დარღვევაში, როგორიცაა ტყვეების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე, ქალაქების მთლიანი განადგურება, დაპყრობილ ქვეყნებში სამოქალაქო პირების მიმართ გამოჩენილი სასტიკი მოპყრობა. მესამე, მათ ბრალი დაედოთ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებში, რაცაგრეთვე გულისხმობდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას. მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტებმა ვერ შეძლეს ებრაელი ხალხის განადგურება, ისინი ძალიან ახლოს იყვნენ დასახულ მიზანთან. ევროპელი ებრაელების მასობრივი ჟლეტის გამო ნაცისტი ლიდერების დასჯის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა დამსახურებული განაჩენის გამოტანის სურვილს. გერმანელთა მოქმედება ვერ გამართლდებოდა ომის მოთხოვნით (ომი, რასაკვირველია, ჰიტლერმა დაიწყო). უფრო მეტიც, გერმანელი ნაცისტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ანალოგი არ აქვს თანამედროვე სამყაროში. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებათა კონცეფცია მყარად უჭერს მხარს სამართლიანი ომის დოქტრინას. ნაცისტების მიერ უგულებელყოფილი მორალური პრინციპები იმის შესახებ, რომ საჭიროა უდანაშაულო ადამიანების წამებისა და სიკვდილის თავიდან აცილება, იმდენად აშკარა იყო და მათი დარღვევა იმდენად თვალშისაცემი, რომ უმცირესი ეჭვის გარეშეც კი, ნაცისტების მიერ ჩადენილ ქმედებებს არანაირი მორალური გამართლება არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიურმბერგში გამართული პროცესი გამართლებული იყო, ზოგადად, ამგვარი პროცესების გამართვის ტენდენცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ვთქვათ, რომ პრეზიდენტმა ბუშმა 9/11 ტერაქტი საომარ მოქმედებად შეაფასა. ამ ტერაქტმა ფეხქვეშ გათელა უზენაესი ზნეობრივი და რელიგიური პრინციპები, კერძოდ ის, რომ არასოდეს არ აქვს გამართლება უდანაშაულო ადამიანების ჟლეტას. წარდგებიან თუ არა ალ ქაიდას ლიდერები ან შემსრულებლები ოდესმე მართლმსაჯულების წინაშე, ამოკიდებულია იმაზე, თუ როდის, სად და როგორ დააკავებენ მათ (თუ, რასაკვირველია, მოხერხდა ზოგი მათგანის მაინც ცოცხლად აყვანა) და აგრეთვე იმაზე, მოიყვანს თუ არა სისრულეში პრეზიდენტი ბუში საკუთარ დაპირებას გაასამართლოს ისინი სამხედრო ტრიბუნალის და არა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. ომის თავიდან აცილება ყოველთვის არ არის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი. მაგალითად, იტალიის ფაშისტი ლიდერი, ბენიტო მუსოლინი, ყოველთვის ხოტბას ასხამდა ომს. ომი დღესდღეობით შეფასბულია, როგორც პრობლემის ყველაზე რადიკულური გადაწყვეტის საშუალებად. ერთადერთი ომი შეიძლება იყოს გამართლებული, ომი რომელიც თავდაცვითია. 797 5-ს მოსწონს
|