სხვა კენედების საგვარეულო წყევლა გრძელდება-გარდაიცვალა 22 წლის სირშა კენედი 2019, 3 აგვისტო, 15:13 ![]() ![]() ![]() ![]() ამბობენ, რომ კენედების საგვარეულო წყევლა მე-19 საუკუნიდან მოდის: ტეხასში პატრიკ კენედის ბანდა სერ მაკნორმანის დილიჟანსს დაესხა თავს. ლედი მაკნორმანს თავისი ქალიშვილი ქორწილში მიჰყავდა. ნადავლი ძვირფასი იყო - დილიჟანსი მდიდარი საპატარძლოს მზითევით იყო დატვირთული, მაგრამ ბანდიტები ნაქურდალს არ დასჯერდნენ. ჯერ მეეტლე და მთელი ამალა ამოჟლიტეს, შემდეგ ქალებიც მოკლეს. თუმცა, სიკვდილის წინ ლედი მაკნორმანმა და მისმა ქალიშვილმა მკვლელები დაწყევლეს... რვა წლის შემდეგ პატრიკ კენედი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ კენედების საგვარეულოს ყველა მამაკაცი სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებდა, თუმცა არც ქალები დაინდო 1-ჯოზეფ კენედი უფროსის ოთხი შვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გარდაიცვალა. 2-ჯონის და რობერტის უფროსი ძმა პატრიკ კენედი 1944 წელს, რომელიც სამხედრო მფრინავი იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. 3-აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წელს მოკლეს 35 წლის ასაკში. თავად პრეზიდენტ ჯონის პირველი შვილი დაბადებისთანავე, სამშობიაროში გარდაიცვალა. 4-1968 წელს სასტუმრო „ამბასადორის“ ბუფეტში ჩაცხრილეს პრეზიდენტის უმცროსი ძმა რობერტ კენედი. 5-რობერტ კენედის შვილი დევიდი 1984 წელს კოკაინის ზედოზირებით გარდაიცვალა. 6-რობერტის კიდევ ერთი შვილი, მაიკლ ლემუან კენედი 1997 წელს თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა. 7-1999 წელს ჯონ კენედის შვილი ჯონ კენედი-უმცროსი ცოლთან და დასთან ერთად ავიაკატასტროფის დროს გარდაიცვალა. ![]() არსებობს თუ არა საგვარეულო წყევლა? 1033 3-ს მოსწონს
|